რამდენი შაქარი შეიძლება ჩაიყაროთ ჩაიში ან ყავაში ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ? | Allnews.Ge

რამდენი შაქარი შეიძლება ჩაიყაროთ ჩაიში ან ყავაში ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ?

რაციონში ჭარბი შაქარი იწვევს დიაბეტის განვითარებას, აზიანებს კბილებს და შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი სიმსუქნისკენ.ჭარბი წონა კი, მოგეხსენებათ, საშიში დაავადებების გრძელ სიას უკავშირდება. თუმცა, რა უნდა გააკეთოთ, თუ უბრალოდ არ შეგიძლიათ უარი თქვათ სასმელში შაქრის დამატების ჩვევაზე?

დანიაში ჩატარებული 32 წლიანი კვლევის შედეგები ყავასა და ჩაის დამატებული შაქრის ზეგავლენაზე სიცოცხლის ხანგრძლივობაზე აჩვენებს, რომ შეიძლება არ დაგჭირდეთ არაფრის შეცვლა თქვენს ცხოვრებაში.

მეცნიერთა დასკვნები გამოქვეყნდა PLOS One-ში.

ნაშრომის ავტორები აკვირდებოდნენ კოპენჰაგენის მამაკაცთა კვლევის მონაწილეებს. 2,923 ადამიანის ნიმუში მოიცავდა 40-დან 59 წლამდე ასაკის კოპენჰაგენის მაცხოვრებლებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს ან დიაბეტის გარეშე, რომლებიც რეგულარულად მოიხმარდნენ ჩაის ან ყავას. როდესაც ეს ადამიანები ჩაირიცხნენ კვლევაში, მათ ჩაუტარეს კარდიორესპირატორული გამძლეობის ტესტი. გარდა ამისა, მამაკაცებმა ისაუბრეს ექიმთან და შეავსეს კითხვარი, რომელიც დაადგენდა გულის და სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორებს.

ყველა მონაწილე დაყოფილი იყო ჯგუფებად, მათი განათლების დონისა და კვალიფიციური ან არაკვალიფიციური შრომის მიხედვით. იხილეთ სრულად

myquiz