"შევეშვათ სისულელეებს და იმაზე კამათს, ეს ვისი დამსახურებაა... გავაგრძელოთ მუშაობა, საქმე ვაკეთოთ" - რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს? | Allnews.Ge

"შევეშვათ სისულელეებს და იმაზე კამათს, ეს ვისი დამსახურებაა... გავაგრძელოთ მუშაობა, საქმე ვაკეთოთ" - რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს?

8 ნო­ემ­ბე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უკვე ის­ტო­რი­უ­ლი დღეა - ევ­რო­კო­მი­სი­ამ რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს. ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ბრი­უ­სელ­ში მიმ­დი­ნა­რე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და:

"საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­ფარ­თო­ე­ბის ან­გა­რი­ში. დღეს კო­მი­სია იძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ საბ­ჭომ და­ი­წყოს მი­ერ­თე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. კო­მი­სია, ასე­ვე, გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა ბოს­ნია ჰერ­ცე­გო­ვი­ნას­თან მას შემ­დეგ, რაც მიღ­წე­ულ იქ­ნე­ბა წევ­რო­ბის კრი­ტე­რი­უმ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ას ასე­ვე კო­მი­სი­ის მხრი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ნი­ჭოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ზო­გი­ერ­თი რე­ფორ­მა. ამ 4 ქვე­ყა­ნა­ზე მო­ვახ­დენთ ფო­კუ­სი­რე­ბას, პირ­ველ რიგ­ში კი უკ­რა­ი­ნა­ზე", - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ეს ხაზს უს­ვამს იმ შთამ­ბეჭ­დავ და ძა­ლი­ან ცალ­სა­ხა პო­ზი­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა, რომ იქ­ცნენ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბად.

"პირ­ველ რიგ­ში, ეს ნამ­დვი­ლად არის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი დღე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ე­ნი­ჭა ქვე­ყა­ნას. ხში­რად, რო­დე­საც ვა­ნი­ჭებთ, ან ვუ­წევთ რე­კო­მენ­და­ცი­ას ამ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას, ვამ­ბობთ, რომ ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯია გა­და­სად­გმე­ლი. ეს დე­ტა­ლუ­რად არის გა­წე­რი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში. ეს ნამ­დვი­ლად უზარ­მა­ზა­რი ნა­ბი­ჯია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ასე­ვე, ეს ხაზს უს­ვამს იმ შთამ­ბეჭ­დავ და ძა­ლი­ან ცალ­სა­ხა პო­ზი­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა, რომ იქ­ცნენ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბად“, - აღ­ნიშ­ნა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა.

"გუ­ლი­თა­დად ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა მთავ­რო­ბას, ოპო­ზი­ცი­ას, პარ­ლა­მენტს, პრე­ზი­დენტს, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თქვენ, მე­დი­ას, მაგ­რამ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გუ­ლი­თა­დად ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, ხალ­ხს, რო­მე­ლიც მტკი­ცედ და თან­მიმ­დევ­რუ­ლად უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზას. ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის, მისი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რი­სა და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მიღ­წე­უ­ლი წინსვლის დიდი აღი­ა­რე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ.

"ქარ­თველ­მა ხალ­ხმა არა­ერ­თხელ აჩ­ვე­ნა თა­ვი­სი ურ­ყე­ვი ერ­თგუ­ლე­ბა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი. ევ­რო­კო­მი­სია დღეს რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ნი­ჭოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ევ­რო­კავ­ში­რის კარი ღიაა. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე. გე­ლო­დე­ბით ",- წერს სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჟო­ზეფ ბო­რე­ლი. იხილეთ სრულად

myquiz