ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს - "ისინი ეკლესიაში იყვნენ, რა დროსაც ოკუპანტები ჩაუსაფრდნენ" | Allnews.Ge

ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს - "ისინი ეკლესიაში იყვნენ, რა დროსაც ოკუპანტები ჩაუსაფრდნენ"

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის (სუს-ი) ცნო­ბით, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, რუ­სულ­მა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 1 მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს, 1 კი - და­ა­კა­ვეს.

"2023 წლის 6 ნო­ემ­ბერს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბი­სას, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა, ერთი მო­ქა­ლა­ქე კი უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს". - წე­რია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სუს-ის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით.

რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ სრო­ლის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი თა­მაზ გინ­ტუ­რი. ადგი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, გა­ტა­ცე­ბუ­ლია კირ­ბა­ლის მკვიდ­რი ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი. ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ არის კი­დევ ერთი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მა­მა­კა­ცი ამ დრომ­დე არ ჩანს, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

კირ­ბა­ლე­ლე­ბის ვერ­სი­ით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც მათ სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩა­საფ­რე­ბა მო­უ­წყვეს, შემ­დეგ და­ე­დევ­ნენ და გა­ჩე­რე­ბა უბ­რძა­ნეს. ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ, რის შემ­დე­გაც, ოკუ­პან­ტებ­მა მათ ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, ერ­თმა მათ­გან­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, სრო­ლის შე­დე­გად ერთი სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა.

სო­ფელ კირ­ბა­ლის შე­სას­ვლელს ამ­ჟა­მად პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებს და სო­ფელ­ში შეს­ვლა-გა­და­ად­გი­ლე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

არ­სე­ბუ­ლი ინფრო­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი თა­მაზ გინ­ტუ­რი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლეა.

myquiz