რატომ გაჩნდა ჩრდილოეთის ციალი საქართველოში - რას ამბობენ ასტრონომები უცნაური ნათების მიზეზებზე? | Allnews.Ge

რატომ გაჩნდა ჩრდილოეთის ციალი საქართველოში - რას ამბობენ ასტრონომები უცნაური ნათების მიზეზებზე?

5 ნო­ემ­ბერს, ღა­მით, მზე­ზე მიმ­დი­ნა­რე ძლი­ე­რი ამოფრქვე­ვე­ბის გამო, ცაზე უც­ნა­უ­რი ნა­თე­ბა გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავ­და ჩრდი­ლო­ე­თის ცი­ალს. რო­გორც ას­ტრო­ნო­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს მარ­თლაც იყო ცი­ა­ლი და იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის დიდ ნა­წილ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე კუ­თხე­შიც გა­მოჩ­ნდა.

კოს­მო­სუ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის ას­ტრო­ნო­მი, ატ­მოს­ფე­როს ფი­ზი­კო­სი, ილი­ას უნი­ვე­რის­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი მაია თო­დუა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ თა­ვად მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა ეს არა­ნა­ირ უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს არც ატ­მოს­ფე­რო­ზე და არც ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. თუმ­ცა ჩრდი­ლო­ე­თის ცი­ალს, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დე­და­მი­წის­თვის თა­ვი­სი მი­ნუ­სე­ბი მა­ინც აქვს...

399950321-2315612951947182-8513516954151938555-n-47140-1699271443.jpg

მაია თო­დუა:

"ეს მოვ­ლე­ნა მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც მზე­ზე მა­ღა­ლე­ნერ­გი­უ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი იფ­რქვე­ვა. ამ დროს ელექტრო­ნე­ბი, პრო­ტო­ნე­ბი, მზის სის­ტე­მა­ში ვრცელ­დე­ბი­ან და მათ­გან რა­ღაც ნა­წი­ლი დე­და­მი­წამ­დე აღ­წევს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დე­და­მი­წას აქვს მაგ­ნი­ტუ­რი ველი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ატ­მოს­ფე­როს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის. მაგ­ნი­ტურ ველ­თან ურ­თი­ერთქმე­დე­ბი­სას კი ნა­წი­ლა­კე­ბი იწ­ვევს მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის შეშ­ფო­თე­ბას. დიახ, ამ მოვ­ლე­ნას ას­ტრო­ნო­მე­ბი ამ ტერ­მი­ნით მო­ვიხ­სე­ნი­ებთ.

მო­სახ­ლე­ო­ბა ამას ვერ გრძნობს, მაგ­რამ გრძნობს დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ველი და სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბი. ჩვენ ამას გე­ო­მაგ­ნი­ტურ ქა­რიშ­ხლებს ვე­ძა­ხით. სწო­რედ ეს მოვ­ლე­ნა გახ­ლავთ მი­ზე­ზი, რაც ცაზე ნა­თე­ბებს, ე.წ. ცი­ალს იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­ლუ­სე­ბის არე­ში. შუა გა­ნე­დებ­ზე ეს იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, რაც ახლა მოხ­და... იხილეთ სრულად

myquiz