"მე და ჯარჯი არ დავშორებულვართ, მე ძალიან აფექტური ადამიანი ვარ, ჯარჯიც ძალიან ემოციურია. 15 წუთით ვიკინკლავეთ, გავგიჟდი და დავწერე ეს სტატუსი" - თათია შარანგია | Allnews.Ge

"მე და ჯარჯი არ დავშორებულვართ, მე ძალიან აფექტური ადამიანი ვარ, ჯარჯიც ძალიან ემოციურია. 15 წუთით ვიკინკლავეთ, გავგიჟდი და დავწერე ეს სტატუსი" - თათია შარანგია

თა­თია შა­რან­გი­ამ დუ­მი­ლი და­არ­ღვია. პი­ა­ნის­ტმა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა გა­და­წყვი­ტა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეპა­სუ­ხა. შა­რან­გი­ამ ისა­უბ­რა ჯარ­ჯი თო­რა­ძეს­თან და­შო­რე­ბის თე­მა­ზე და ასე­ვე ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ას­თან მე­გობ­რო­ბა­ზე, რო­მე­ლიც, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, არც ისე კარ­გად გაგ­რძელ­და, რად­გან ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ამ­ბობს, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი სი­მარ­თლე აქვს...

"არ­ცერ­თი წუ­თით მე და ჯარ­ჯი არ დავ­შო­რე­ბულ­ვართ, მე ვარ ძა­ლი­ან აფექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი, ჯარ­ჯი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი. 15 წუ­თით ვი­კინ­კლა­ვეთ, გავ­გიჟ­დი და დავ­წე­რე ეს სტა­ტუ­სი. მაგ­რამ მერე უკვე ისეთ­მა სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცე­ებ­მა იჩი­ნა თავი, რა­ზეც გული დამ­წყდა, თან გა­მი­ხარ­და, იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს თა­ვი­ან­თი თავი. მე არ მინ­დო­და, რომ დიდ­ხანს გე­ნერ­ვი­უ­ლათ და ამი­ტომ ძა­ლი­ან მალე წავ­შა­ლე ეს სტა­ტუ­სი. მოკ­ლედ, და­შო­რე­ბუ­ლე­ბი მარ­თლა არ ვყო­ფილ­ვართ არ­ცერ­თი დღე..." - თქვა შა­რან­გი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ას­თან მე­გობ­რო­ბას, რო­გორც პა­სუ­ხი­დან გა­ირ­კვა შა­რან­გია მე­გო­ბარს ნამ­დვი­ლად და­შორ­და:

"მე და ნა­ნუ­კა გუ­ლუა ნამ­დვი­ლად აღარ ვმე­გობ­რობთ, არ გვაქვს ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ვუ­სურ­ვებ ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს. ის ჩემი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი იყო. ალ­ბათ ორი­ვეს ჩვენ ჩვე­ნი სი­მარ­თლე გვაქვს, რომ­ლის გარ­კვე­ვა­საც მე ნამ­დვი­ლად აღარ ვა­პი­რებ".

myquiz