იმოქმედებს თუ არა ნათლობის ახალი წესი ძველ ნათლიებზე - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სინოდის განჩინებაში ნათლობის წესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ „მიმდინარე წლის 2 ნოემბრის სინოდის განჩინებაში არ იგულისხმება უკუქმედება ანუ აქამდე შესრულებულ ნათლობაში მონაწილეთა მიმართ რაიმე ცვლილება არ იგულისხმება“.
ამასთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნათლობასთან დაკავშირებულ ძველ წესსაც აქვეყნებს.
"სინოდის განჩინებაში ასახულია ნათლობასთან დაკავშირებული ძველი წესი, იხილეთ 1875 წლის სახელმძღვანელოდან შესაბამისი ამონარიდი.2023 წლის 2 ნოემბრის სინოდის განჩინებაში არ იგულისხმება უკუქმედება, ანუ აქამდე შესრულებულ ნათლობაში მონაწილეთა მიმართ რაიმე ცვლილება არ იგულისხმება." - წერს სასულიერო პირი.