"ყველაფერი ჩემი და ვენტვორტის გარეშე იქნება" - მალე Prison Break-ის ახალ სეზონს ვნახავთ, თუმცა, მაიკლისა და ლინკოლნის გარეშე
ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული სერიალის, Prison Break-ის ("გაქცევა") ახალ სეზონს გადაიღებენ. პროდუქტი წარმოების ადრეულ ეტაპზეა.
ახალ სეზონში ვერ ვიხილავთ მის მთავარ გმირებს მაიკლ სკოფილდსა და ლინკოლნ ბეროუზს. ამჯერად ვნახავთ სულ სხვა ისტორიას სხვა გმირებით.
ახალ ამბავთან დაკავშირებით ლინკოლნის როლის შემსრულებელი, მსახიობი დომინიკ პარსელი "ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს:"გაქცევა“ ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი იყო. მისი წარმატება გლობალურად ძალიან მახარებდა. ძალიან გამიმართლა. რომ მისი ნაწილი ვიყავი.
ძალიან ბევრთან ვალში ვარ.
მადლობა ყველას, განსაკუთრებით გულშემატკივრებს, რომელიც მთელ მსოფლიოში გვყავს, მადლობა, რომ ეს სერიალი აქციეთ იმად, რაც არის. გავლენა, რომელიც ამ სერიალს ადამიანებზე ჰქონდა, ყოველთვის მხიბლავდა. იხილეთ სრულად