"ჩემი შვილი უყურებდა, რომ მამამისი თვეების განმავლობაში უმუშევარი იყო, რთულად მივიღე აშშ-ში წამოსვლის გადაწყვეტილება" - როგორია მამუკა ლომაშვილის ცხოვრება ემიგრაციაში? | Allnews.Ge

"ჩემი შვილი უყურებდა, რომ მამამისი თვეების განმავლობაში უმუშევარი იყო, რთულად მივიღე აშშ-ში წამოსვლის გადაწყვეტილება" - როგორია მამუკა ლომაშვილის ცხოვრება ემიგრაციაში?

პა­რო­დი­ის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. ამ კუ­თხით მისი დე­ბი­უ­ტი სცე­ნა­ზე ზუს­ტად 20 წლის წინ, ნო­ემ­ბერ­ში შედ­გა. მახ­სოვს, მისი პირ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბიც, როცა ფი­ლარ­მო­ნი­ის კუ­ლი­სებ­ში კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ჩავ­წე­რე... მერე იყო, კონ­ცერ­ტე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი, ტაში, პე­და­გო­გო­ბა, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი... სცე­ნა­ზე ყოფ­ნის 20 წლის­თავს კი ახა­ლი ცხოვ­რე­ბით შეხ­ვდა - ის ემიგ­რან­ტია და უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც ნიუ-იორკშია. "ვცდი­ლობ, კარ­გად ვიყო, შე­მარ­თე­ბით და ოპ­ტი­მის­ტუ­რად" - გვე­უბ­ნე­ბა მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ამე­რი­კა­ში და­ვუ­კავ­შირ­დი.

- კი, 20 წლის წინ და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რა ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე... მა­ნამ­დე იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ჩემი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბიც მქონ­და - აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დე­ბატკლუ­ბი, პო­ლიტკლუ­ბი... მერე თსუ-ს „კა­ვე­ენშჩი­კებ­მა“ მთხო­ვეს, რამ­დე­ნი­მე პა­რო­დია გა­ა­კე­თეო. ვი­ღა­ცე­ბის იმი­ტა­ცი­ას ისე­დაც ვა­კე­თებ­დი... მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­შინ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი იყო და მისი პა­რო­დი­აც გა­ვა­კე­თე... დათო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ბი­ჭე­ბი, ჩვე­ნი „კა­ვე­ენ­ში­კე­ბი“ მის­მენ­დნენ, უცებ სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი პა­უ­ზა შე­იქ­მნა... მოკ­ლედ, ასე მოვ­ხვდი "ღა­მის შოუს" კონ­ცერ­ტებ­ზე...

370236036-848143953623758-7635509026238401390-n-65069-1699079242.jpg

- ახლა ამე­რი­კა­ში იმ ყვე­ლაფ­რის ნოს­ტალ­გია არ გაქვს?

- მარ­ტო ნოს­ტალ­გია არ არის, ყვე­ლა­ფე­რია ერ­თად... სა­ნამ ადა­მი­ა­ნი ემიგ­რან­ტი არ გახ­დე­ბა, ვერ მიხ­ვდე­ბა რა გან­ცდე­ბია. ვი­თომ შე­ნია გარ­შე­მო აქ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ შენი არა­ფე­რია. ხან­და­ხან ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მო­გე­ნატ­რე­ბა, ვერც წარ­მო­იდ­გენ... სა­ერ­თოდ, დიდი გან­სხვა­ვე­ბაა ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის ემიგ­რა­ცი­ას შო­რის. აქ ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლად გი­წევს, ვიდ­რე ევ­რო­პა­ში... დილა 5 სა­ათ­ზე იწყე­ბა, როცა ჯერ კი­დევ ბნე­ლა, რუ­ტი­ნა­ში ერ­თვე­ბი და და­ღა­მე­ბამ­დე ამ რუ­ტი­ნა­ში ხარ სულ - სამ­სა­ხუ­რი, სამ­სა­ხუ­რი, მუ­შა­ო­ბა, მუ­შა­ო­ბა. ფი­ზი­კუ­რად დრო არაფ­რის­თვის გრჩე­ბა... სრუ­ლი­ად სხვა რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდი - რა­ღა­ცე­ბი მიკ­ვირს, რა­ღა­ცე­ბი მოგ­წონს, რა­ღა­ცე­ბი სწო­რად არ მი­მაჩ­ნია...

396249269-302599092667845-1468053720454923242-n-65081-1699079254.jpg

- რა იყო მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ამე­რი­კა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტე?

- არას­დროს არ ვსა­უბ­რობ ჩემს პრობ­ლე­მა­ზე, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ პან­დე­მი­ის დროს სა­ერ­თოდ არაფ­რის გა­რე­შე დავ­რჩი. ფი­ნან­სუ­რად კრი­ზი­სი შე­მექ­მნა, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რიც არ მქონ­და, რომ ხელ­ფა­სი ვინ­მეს გა­და­ე­ხა­და... რო­დემ­დე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ოჯა­ხის წევ­რე­ბის კმა­ყო­ფა­ზე?! ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი იმ ყვე­ლა­ფერს, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ზო­გა­დად მაგ დროს ესტრა­დის არ­ტის­ტებს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ. ჩვენ ჰო­ნო­რარ­ზე, გა­მოს­ვლებ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­შინ ამა­ზე არა­ვინ ფიქ­რობ­და... რაც მთა­ვა­რია, ნიკო, ჩემი შვი­ლი უყუ­რებ­და იმას, მა­მა­მი­სი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ იყო უმუ­შე­ვა­რი. არ მინ­დო­და, უმუ­შე­ვა­რი მამა და­ე­ნა­ხა. ისე, მეც არ ვიცი, რო­გორ და რა­ნა­ი­რად გა­დავ­წყვი­ტე, მით უფრო, რომ სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი, სად მოვ­დი­ო­დი. უბ­რა­ლოდ ვთქვი, - ეს რომ არ გა­ვა­კე­თო, შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვუს­ვა თავს კი­თხვა, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ყო­ფი­ლი­ყო-თქო. თუმ­ცა არ ყო­ფი­ლა იოლი, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე და წა­მო­ვე­დი.

- ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან შენ გარ­შე­მო?

- ძა­ლი­ან ბევ­რნი ვართ. მათ შო­რის, ნაც­ნო­ბე­ბიც, ვი­საც თბი­ლის­ში ვერ ვნა­ხუ­ლობ­დი, აქ ვნა­ხუ­ლობ... იხილეთ სრულად

myquiz