როგორ მოახერხეს პატიმრებმა კლინიკიდნა გაქცევა? - რას აცხადებს პროკურატურა კლინიკიდან პატიმრების გაქცევის ფაქტზე | Allnews.Ge

როგორ მოახერხეს პატიმრებმა კლინიკიდნა გაქცევა? - რას აცხადებს პროკურატურა კლინიკიდან პატიმრების გაქცევის ფაქტზე

პრო­კუ­რა­ტუ­რამ "ავერ­სის“ კლი­ნი­კი­დან, 3 პა­ტიმ­რის გაქ­ცე­ვის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ბად­რაგს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბად­რა­გო ჯგუ­ფის უფ­როს­მა ბად­რა­გი­რე­ბის დად­გე­ნი­ლი წესი არ შე­ას­რუ­ლა, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი მუდ­მი­ვი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა და სა­თა­ნა­დოდ არ ჩა­კე­ტა სპე­ცი­ა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის კა­რე­ბი, რი­თაც სამ­მა მსჯავ­რდე­ბულ­მა ისარ­გებ­ლა და ღია კა­რე­ბე­ბი­დან სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა და­უბ­რკო­ლებ­ლად და­ტო­ვეს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბად­რა­გი­რე­ბი­სას მსჯავ­რდე­ბულ­თა ჯგუ­ფუ­რად გაქ­ცე­ვის ფაქ­ტზე სა­ბად­რა­გო ჯგუ­ფის უფ­როსს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 1-ელ ნო­ემ­ბერს, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ეს­კორ­ტი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სა­ბად­რა­გო ჯგუფ­მა, N15 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე "ავერ­სის“ კლი­ნი­კა­ში გა­მოკ­ვლე­ვის მიზ­ნით ექ­ვსი მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­და­იყ­ვა­ნა. ბად­რა­გი­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, სა­ბად­რა­გო ჯგუ­ფის უფ­როს­მა არ შე­ას­რუ­ლა ბად­რა­გი­რე­ბის დად­გე­ნი­ლი წესი, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი და­ტო­ვა მუდ­მი­ვი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე და სა­თა­ნა­დოდ არ ჩა­კე­ტა სპე­ცი­ა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის კა­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლით ისარ­გებ­ლა სამ­მა მსჯავ­რდე­ბულ­მა, რომ­ლებ­მაც ღია კა­რე­ბე­ბი­დან და­უბ­რკო­ლებ­ლად და­ტო­ვეს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა და მი­ი­მალ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­ბად­რა­გო ჯგუ­ფის უფ­რო­სი 2 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მო­სამ­სა­ხუ­რის მიერ სამ­სა­ხურ­ში დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა მის­და­მი და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა გა­დაყ­ვა­ნი­სას მსჯავ­რდე­ბულ­თა გაქ­ცე­ვა) წა­რედ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz