რას ამბობენ სინოდის სხდომაზე მისული მეუფეები პატრიარქის გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის განცხადებით, თუ სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქი ილია მეორე მისი გადადგომის საკითხს დააყენებს, მღვდელმთავრები წინააღმდეგობას გაუწევენ.
როგორც მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, "აქ არის ერთიანობა“.
"[პატრიარქის გადადგომის შესახებ] ყველა წინააღმდეგი ვიქნებით, ყველა წინააღმდეგი ვართ. არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას. შანსი არ არის, იმიტომ, რომ პატრიარქი არის პატრიარქი, ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს ყველა ჩვენგანისგან, ჩვენი მაკურთხებელია და მთელ საქართველოს უყვარს. [თუ მაინც დადგა გადადგომის საკითხი], მაინც შევეწინააღმდეგებით. აბსოლუტურად შევეწინააღმდეგებით.
აქ არის ერთიანობა. არამც და არც არ დადგება ეს საკითხი! [პატრიარქმა გადადგომის] საკითხი თვითონ შეიძლება გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით. [გადადგომის] მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.
რაც შეეხება კითხვას, უნდა გაფართოვდეს თუ არა მეუფე შიოს უფლებები, მეუფე ანტონი პასუხობს, რომ მეუფე შიოს საკმარისი უფლებამოსილება აქვს და "მეტი რაღაც უნდა გაფართოვდეს“.
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა აღნიშნა, რომ არ არსებობს და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. მისი თქმით, წინასწარ უცნობია, რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი."ყველას გილოცავთ მამა გაბრიელის ხსნების დღეს, რა საკითხებზეც ვიმსჯელებთ, რომ გამოვალთ აუცილებლად გეცოდინებათ. იხილეთ სრულად