თბილისის მერია გლდანის თეთრი ტბის მდგომარეობის კვლევაზე ტენდერს აცხადებს - რა დაჯდება სამუშაოები | Allnews.Ge

თბილისის მერია გლდანის თეთრი ტბის მდგომარეობის კვლევაზე ტენდერს აცხადებს - რა დაჯდება სამუშაოები

თბილისის მერია გლდანის თეთრი ტბის მდგომარეობის კვლევაზე ტენდერს აცხადებს - ამის შესახებ დედაქანაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და გლდანის თეთრი ტბის გაუარესებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გლდანის რაიონში, თეთრი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია.

„მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერია აცხადებს ტენდერს, რის საფუძველზეც ჩატარდება ღრმა კვლევები 3 ძირითადი მიმართულებით: ესენია ჰიდროლოგია, ნიადაგის მდგომარეობა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, რომ გავიგოთ, თუ რატომ ხდება ტბის დაშრობა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. კვლევების შედეგად ასევე შეფასდება ტბის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა და განისაზღვრება მისი გაჯანსაღებისთვის კონკრეტული ღონისძიებები“,- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ სრულად

myquiz