რა ღირს და რომელ დიზაინერს ეკუთვნის ნიცა თავაძის კაბა, რომელიც Ballon d'Or-ის ცერემონიაზე ეცვა? | Allnews.Ge

რა ღირს და რომელ დიზაინერს ეკუთვნის ნიცა თავაძის კაბა, რომელიც Ballon d'Or-ის ცერემონიაზე ეცვა?

დღეს დი­ლი­დან მსოფ­ლიო მე­დია აშუ­ქებს სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­როს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნა მოვ­ლე­ნას, Ballon d'Or-ს. პა­რიზ­ში, ფეხ­ბურ­თის სამ­ყა­როს­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დოს "ოქ­როს ბურ­თის" გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნია გა­ი­ა­მარ­თა და გა­სუ­ლი სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კი წლე­ვან­დე­ლი Ballon d'Or გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმიკთ იყო, რომ მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის გვერ­დით ნო­მი­ნან­ტად ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აც გა­მო­ვი­და.

kvara1-37929-1698775750.jpg

"კვა­რამ" ოქ­როს ბურ­თის ნო­მი­ნან­ტთა შო­რის მე-17 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ჯუდ ბე­ლინ­გე­მი, ჰარი კე­ი­ნი და ლა­უ­ტა­რო მარ­ტი­ნე­სი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ხვი­ჩა მე­უღ­ლეს­თან, ნიცა თა­ვა­ძეს­თან მი­ვი­და. წყვი­ლი ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ჩან­და, რაც ბუ­ნებ­რი­ვია. ხვი­ჩამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მცი­რე კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა და თქვა, რომ "ასეთ რა­მე­ზე ვერც იოც­ნე­ბებ­და".

"ოც­ნე­ბა­შიც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ერთ დღეს აქ მო­მი­წევ­და მოს­ვლა. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ და ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ აქ ყოფ­ნის გამო. პა­ტივს ვცემ ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელს. ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა აქ, მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა, აქ დი­დე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან, მი­ხა­რია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ნა­წი­ლი ვარ", - აღ­ნიშ­ნა "კვა­რამ".

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ქარ­თუ­ლი მე­დია და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი დი­ლი­დან აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ხვი­ჩას და ნი­ცას წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე შეს­ვლის მო­მენ­ტსა და წყვი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბის თე­მას. ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ­ჩე­ვა­ნი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ბრენ­დებ­ზე შე­ა­ჩე­რა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლეს კი ალექს პე­რის შავი სადა კაბა ეცვა. კა­ბის ფასი 3 000 დო­ლა­რია

ალექს პერი ავ­სტრა­ლი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მო­დის დი­ზა­ი­ნე­რი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნია. ის ძი­რი­თა­დად ქა­ლის ტან­საც­მელს ქმნის. მისი დი­ზა­ი­ნით კა­ბებს ატა­რე­ბენ ისე­თი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი, ჯიჯი ჰა­დი­დი, სან­დრა ბუ­ლო­კი, გვი­ნეტ პელტროუ, რი­ა­ნა, პრი­ან­კა ჩოპ­რა და ლუ­პი­ტა ნი­ონ­გო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და ნა­ხეთ ფოტო

myquiz