"ზურა მოკლულია, რაღაც ინიექცია ჰქონდათ შეყვანილი, რომელიც რუსეთის კა-გე-ბეს შეიარაღებაშია" - რას ჰყვება ნინო ჟვანია | Allnews.Ge

"ზურა მოკლულია, რაღაც ინიექცია ჰქონდათ შეყვანილი, რომელიც რუსეთის კა-გე-ბეს შეიარაღებაშია" - რას ჰყვება ნინო ჟვანია

9 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ჟვა­ნია 60 წლის გახ­დე­ბო­და. 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს ის გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გა­რე­შე ცხოვ­რე­ბი­სა და იმ ტრა­გი­კუ­ლი ღა­მის შე­სა­ხებ მის მე­უღ­ლეს, ნინო ჟვა­ნი­ას "კვი­რის პა­ლიტ­რა" ესა­უბ­რა.

- თე­ბერ­ვალ­ში 19 წელი გახ­დე­ბა, რაც ზუ­რაბ ჟვა­ნია გარ­და­იც­ვა­ლა. რა იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, რო­დე­საც 3 შვილ­თან ერ­თად მარ­ტო დარ­ჩით?

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მარ­ტო­ო­ბაა. არ მიყ­ვარს ბევ­რი ლა­პა­რა­კი, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ცდი­ლობ საქ­მე­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მა­შინ ძა­ლი­ან მალე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ვარ­ჯი­ში - თით­ქმის 2 კვი­რა­ში, რათა ყუ­რა­დღე­ბა გა­და­მე­ტა­ნა. ეს თვი­სე­ბა მაქვს, რაც არ უნდა და­ე­ცე ადა­მი­ა­ნი, უნდა ადგე, სა­ნამ ად­გო­მა შე­გიძ­ლია და მერე ცხოვ­რე­ბა გეხ­მა­რე­ბა. ძა­ლი­ან მო­მეხ­მა­რა ოჯა­ხი, ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ახ­ლაც, სა­დაც მივ­დი­ვარ, ყველ­გან ზუ­რას ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნე­ბენ.

- 2020 წელს, ბუ­სას შემ­თხვე­ვის დროს, რომ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რას ეტყო­და, რა პო­ზი­ცი­ას და­ი­ჭერ­და?

- ალ­ბათ, იმა­ვეს, რო­გო­რიც მე. აუ­ცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, გა­მო­ი­კი­თხავ­და. მე ყვე­ლა­ფე­რი ვიცი და ამა­ზე ნა­სა­უბ­რე­ბი გვაქვს მე და ბუ­სას. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა გა­დარ­ჩა. ცი­ხე­ში ყოფ­ნამ მო­უ­წია, მაგ­რამ ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. კვი­რა­ში ერთხელ მიმ­ქონ­და ერთი 10 წიგ­ნი - და­წყე­ბუ­ლი დოს­ტო­ევ­სკით და უელ­ბე­კით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­კი­თხა. ამას გარ­და, ემ­ზა­დე­ბო­და მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­დის­თვის. სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და­ში ისე­თი მა­ღა­ლი ქულა მი­ი­ღო, მსოფ­ლიო მაჩ­ვე­ნებ­ლით ტოპ-2%-ში შე­ვი­და და ძა­ლი­ან კარგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო სტი­პენ­დია. ახლა სწავ­ლობს, თან მუ­შა­ობს "ამა­ზონ­ში". რაც შე­ემ­თხვა, ხდე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში.

- თუ შე­გიძ­ლი­ათ 2005 წლის 3 თე­ბერ­ვლის ღამე გა­იხ­სე­ნოთ. ბო­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცია რო­დის გქონ­დათ ზუ­რას­თან, ან თუ და­გი­ბა­რათ, რომ შე­აგ­ვი­ან­დე­ბო­და?

- ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის გახ­სე­ნე­ბა, მე და ზუ­რას ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ ვჩერ­დე­ბო­დით... ღა­მის სამ სა­ათ­ზე რომ არ მო­ვი­და, და­ვი­წყე რეკ­ვა, მაგ­რამ არც და­მი­რე­კა და არც მი­პა­სუ­ხა. მა­შინ წყნეთ­ში ვცხოვ­რობ­დით, თოვ­ლი იყო და ფე­ხით წა­მო­ვე­დი წყნე­თი­დან...

იცით, თვი­თონ ზუ­რამ ძა­ლი­ან გა­მი­ად­ვი­ლა ამის გა­და­ტა­ნა. თვი­თონ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო და მის­გან ვსწავ­ლობ­დი ამას. სულ დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იყო ხოლ­მე, პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბიც ძა­ლი­ან რთუ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, შე­იძ­ლე­ბა კომ­პრო­მი­სე­ბის ხარ­ჯზე, მაგ­რამ მი­ზანს მა­ინც აღ­წევ­და.

- რო­გორც ვიცი, თქვენ არ ეთან­ხმე­ბით უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ვერ­სი­ას.

- მე ვფიქ­რობ, ზურა მოკ­ლუ­ლია. ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ იმის ზუს­ტი ცოდ­ნის გა­რე­შე, რომ ეს ნამ­დვი­ლად მისი გა­კე­თე­ბუ­ლია. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

- თუ ამ­ბობთ, რომ მოკ­ლუ­ლია, რა ვერ­სია გაქვთ - აირი სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­უშ­ვეს თუ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი მი­იყ­ვა­ნეს ბი­ნა­ში?

- მა­შინ­ვე გა­მოჩ­ნდა, რომ გა­ზით კი არ იყ­ვნენ მო­წამ­ლუ­ლი, არა­მედ რა­ღაც ინი­ექ­ცია ჰქონ­დათ შეყ­ვა­ნი­ლი, რაც სის­ხლში იმა­ვე ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს. არ­სე­ბობს ასე­თი პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის კა-გე-ბეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

myquiz