"არ ვარ მდუმარებაში და არც ბერი ვარ... დახმარების სურვილისთვის ყველას მადლობა, მაგრამ არ მჭირდება" - რას ამბობს "უძინართა მზის" ვარსკვლავი გავრცელებულ ინფორმაციებზე? | Allnews.Ge

"არ ვარ მდუმარებაში და არც ბერი ვარ... დახმარების სურვილისთვის ყველას მადლობა, მაგრამ არ მჭირდება" - რას ამბობს "უძინართა მზის" ვარსკვლავი გავრცელებულ ინფორმაციებზე?

მან მხო­ლოდ ერთ ფილმში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ისე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი სახე შექ­მნა, რომ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში სა­მუ­და­მოდ აღი­ბეჭ­და, შე­საბ­მი­სად, მისი ამ­ბე­ბი მუდ­მი­ვად აინ­ტე­რე­სებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.1992 წელს ეკ­რა­ნებ­ზე თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნის "უძი­ნარ­თა მზე" გა­მო­ვი­და. დათო კა­ზიშ­ვილ­მა თა­ვი­სი­ვე მო­სა­ხე­ლე გმი­რის როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. მისი გმი­რი 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სა­ხედ იქცა. რე­ჟი­სო­რი თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი ფილ­მს შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­და და ექი­მი მა­მის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა.

kazishvili1-75833-44819-1698675988.jpg

90-ია­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­თოს გმირს ბა­ძავ­დნენ სა­უ­ბარ­ში, ჩაც­მა­ში, მა­ნე­რებ­ში... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი კი­ნო­კა­რი­ე­რა არ გან­ვი­თარ­და, დათო კა­ზიშ­ვი­ლი პო­პუ­ლა­რო­ბას დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს. არ კონ­ტაქ­ტობს მე­დი­ას­თან, არ უყ­ვარს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩნდე­ბა მის შე­სა­ხებ პოს­ტე­ბი, რო­მელ­შიც წე­რენ, რომ თით­ქოს ის ბე­რად აღიკ­ვე­ცა ან ფი­ნან­სუ­რად უჭირს და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

ამ ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დათო კა­ზიშ­ვი­ლი მდუ­მა­რე ბე­რია და მას ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან უჭირს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მის­თვის ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა. მარ­თა­ლია, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მსა­ხი­ო­ბი მე­დი­ას­თან არ კონ­ტაქ­ტობს, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დეთ, მის­გან პი­რა­დად გაგ­ვე­გო, მისი სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ.

ის Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ სა­ე­რო ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს და ახლა ოჯა­ხი ჰყავს. დათო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბა უხ­დის ყუ­რა­დღე­ბის­თვის, მაგ­რამ მისი თქმით, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

d00738c0-74de-11ee-a1bc-adb085f0f10e-45399-1698676006.jpg

- დათო, ალ­ბათ გა­ი­გებ­დით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ თქვენს ფო­ტოს რამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა. წერ­დნენ, რომ მდუ­მა­რე ბერი ხართ...

- ვი­ღაც სუ­ლელ­მა და­წე­რა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ეს რა იყო... არ ვარ მდუ­მა­რე­ბა­ში და არც ბერი ვარ.

- კო­მენ­ტა­რებ­ში წერ­დნენ, რომ გორ­ში ცხოვ­რობთ ქი­რით და ძა­ლი­ან გი­ჭირთ. ხალ­ხი აპი­რებს თან­ხა შე­გიგ­რო­ვონ.

- ბევ­რად უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვცხოვ­რობ, ვიდ­რე ვიმ­სა­ხუ­რებ. არა, ნამ­დვი­ლად არ არის სა­ჭი­რო, გა­გა­ხა­როთ ღმერ­თმა, არა­ფე­რი არ მი­ჭირს, მად­ლო­ბა ღმერ­თს. ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თა... დიახ, გორ­ში ვცხოვ­რობ, აქ ცოლ-შვი­ლი მყავს, შე­მიყ­ვარ­და და შევ­რჩი აქა­უ­რო­ბას. იხილეთ სრულად

myquiz