"წლინახევრის ვიყავი, როდესაც ცხელ წყალში ჩავვარდი. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი" - ერთი ძლიერი გოგოს ამბავი | Allnews.Ge

"წლინახევრის ვიყავი, როდესაც ცხელ წყალში ჩავვარდი. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი" - ერთი ძლიერი გოგოს ამბავი

"წლინახევრის ვიყავი, როდესაც ცხელ წყალში ჩავვარდი. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მაგრამ მე აქ ვარ... ჩემთვის ზღვაზე წასვლა ნიშნავდა უაზრო მზერებს, ხელის ჩემკენ გამოშვერას... ხალხი ვერ იაზრებს, რომ ამით ტკივილს გაყენებენ..."- ეს ნინო რურუას სიტყვებია - ახალგაზრდა გოგონასი, რომელსაც "ინსტაგრამზე" ბევრი მიმდევარი ჰყავს და გარდა სოციალური ქსელისა, დღეს წარმატებულია სხვა მიმართულებითაც. როცა ერთ-ერთ ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარ სატკივარზე სახალხოდ ისაუბრა, მის ბევრ ნაცნობს გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ თურმე, ნინოს უსაზღვრო პოზიტივის მიღმა დიდი დარდი იმალებოდა და ეს კომუნიკაბელური გოგონა ერთ დროს საკუთარ თავში ჩაკეტილი გახლდათ, ბევრ ადგილას წასვლისგან თავს იკავებდა და ასე ცდილობდა, მისკენ გამოშვერილ თითსა და ცნობისმოყვარე მზერას დამალვოდა...

rurua-1697977375-1698489926.webp

- მას მერე, რაც "ინსტაგრამზე" დავდე ფოტო, სადაც დამწვრობისგან დარჩენილი ნაიარევი კარგად ჩანს, ბევრი ასეთი შეტყობინება მოვიდა: "ვაიმე, შენნაირ გოგოს ეს რატომ სჭირს? - ვაიმე, შემეცოდე, შენ რატომ დაგემართა?", "გული მწყდება, ეგ რომ გჭირს" და ა.შ. არადა, არავისგან ვითხოვ შეცოდებას... ასევე ბევრი შეტყობინება მომივიდა ხალხისგან, ვინც სხვისი ნათქვამის გამო კომპლექსდება და იმალება საკუთარ ნაჭუჭში. მწერდნენ გოგონები და ბიჭები, რომლებმაც ჩემი პოსტის ნახვის შემდეგ დაძლიეს თავიანთი კომპლექსები.

- ნინო, წლინახევრის ასაკში რა შეგემთხვა, შეგიძლია ამაზე ისაუბრო? - უკაცრავად, მაგრამ არ მინდა საუბარი იმაზე, თუ რა და როგორ მოხდა. იცით, რატომ? ზოგიერთს უყვარს სხვების განსჯა. მერწმუნეთ, არც ერთ მშობელს, ნათესავს არ უნდა ბავშვს რაიმე ცუდი შეემთხვას და ყველას ვთხოვ, ამ ინტერვიუს ქვეშ ამ თემაზე საუბარს ნუ გააბამთ. ნუ გაიხდით სიამოვნებად სხვების უსაფუძვლოდ განსჯას... დამწვრობის მიღების შემდეგ რაღაც პერიოდი კომაში ვიყავი და ექიმებს არ სჯეროდათ, თუ გადავრჩებოდი, ჩემს მშობლებს იმედს არ აძლევდნენ, მაგრამ მოხდა სასწაული და ცოცხალი ვარ.

- რამდენი ხანი მკურნალობდი, რას გიყვებიან?- როგორც ვიცი და ამაზე ხშირად არ ვსვამ კითხვას, რადგან მშობლებისთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი, დაახლოებით თვეზე მეტხანს ვიწექი საავადმყოფოში. დიდხანს არ შემიხორცდა ფეხი. მერე ეტაპობრივად მჭირდებოდა ქირურგიული ჩარევა: წლების მატებასთან ერთად, ნაწიბურები სიარულში მიშლიდა ხელს და ამის გამოსასწორებლად რამდენიმე, დაახლოებით 7-8 ოპერაცია გამიკეთეს, რომ ფეხის კარგად გაშლა შემძლებოდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz