19 წლის ჯარისკაცი საგუშაგოზე გარდაცვლილი ნახეს - ცნობილი ხდება ახალგაზრდის ვინაობა | Allnews.Ge

19 წლის ჯარისკაცი საგუშაგოზე გარდაცვლილი ნახეს - ცნობილი ხდება ახალგაზრდის ვინაობა

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა 19 წლის ჯა­რის­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა, რო­მე­ლიც 26 ოქ­ტომ­ბერს, ვაშ­ლი­ჯვარ­ში, სა­გუ­შა­გო­ზე გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს.

ის ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ძვე­ლი ხი­ბუ­ლას მკვიდ­რი რეზი ჩხე­ი­ძე გახ­ლდათ.

რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი "მთა­ვარ არხთან" ამ­ბო­ბენ, ბიჭი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს ერთ თვე­ში ას­რუ­ლებ­და. რე­ზის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რამ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რაც ჰქონ­და, ის ორგზის იყო კრივ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ახალ­გაზ­რდებ­ში.

რო­გორ ამ­ბო­ბენ, ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე გა­ის­მა გას­რო­ლა. ნა­თე­სა­ვე­ბის თქმით, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მას ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და. მომ­ხდარს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია იძი­ებს. საქ­მე 115-ე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი.

myquiz