"ჩემს ალისკას ნაყინში ფულს არავინ ახდევინებს... აქვე ვიტყვი ადინაზე, რომელიც ძალიან საყვარელია" - რა თქვა სააკაშვილმა ქალიშვილზე და ებრაელ რძალზე? | Allnews.Ge

"ჩემს ალისკას ნაყინში ფულს არავინ ახდევინებს... აქვე ვიტყვი ადინაზე, რომელიც ძალიან საყვარელია" - რა თქვა სააკაშვილმა ქალიშვილზე და ებრაელ რძალზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რულს და მხარ­და­ჭე­რას გრძნობს და თა­ვის დრო­ზე სწო­რედ ამი­ტომ მი­ი­ღო ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ფლუ­ი­დე­ბი მო­დის ჩემ­თან, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მა­გა­ლი­თად, ჩემს ალის­კას ნა­ყინ­ში არა­ვინ ახ­დე­ვი­ნებს ფულს და ესეც რა­ღა­ცის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა" - აღ­ნიშ­ნა ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა პრო­ცე­სი­დან ვი­დე­ო­ჩარ­თვი­სას.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­თა­ვი­სუფ­ლებს თავს.

"ყვე­ლა­ფე­რი რაც ჩემს თავს ხდე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს თავს ხდე­ბა, ეს არის ოკუ­პა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა. ეს არის დიდი უსა­მარ­თლო­ბა ჩემი ხალ­ხის მი­მართ, ეს არის დიდი უსა­მარ­თლო­ბა ყვე­ლა­ფე­რი იმის მი­მართ, რაც სა­ქარ­თვე­ლომ ამ­ხე­ლა ბრძო­ლით და­იმ­სა­ხუ­რა. რამ­დე­ნი წელი ვიბ­რძვით, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა იყოს. თით­ქოს, სა­დღაც მივ­დი­ო­დით. სამ­წუ­ხა­როდ, ხა­ლი­ჩა გა­მოგ­ვა­ცა­ლეს ფეხ­ქვეშ. უნ­დათ, რომ ისევ წაქ­ცე­უ­ლე­ბი ვი­ყოთ. აუ­ცი­ლებ­ლად წა­მოვ­დგე­ბით ფეხ­ზე! აუ­ცი­ლებ­ლად ვიქ­ნე­ბით მაგ­რად! მეც მაგ­რად ვიქ­ნე­ბი მტრის ჯი­ნა­ზე!

ამ ბრძო­ლა­ში ბო­ლომ­დე ვარ, ამ ბრძო­ლი­დან ფე­ხის მოც­ვლას არ­სად ვა­პი­რებ. სა­დაც არ უნდა გა­დამ­სვან, გა­მომ­კე­ტონ, 500 გი­სო­სი მი­მა­მაგ­რონ, ხომ იცით, რომ ეს პი­რო­ბი­თია. სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­თა­ვი­სუფ­ლებს თავს. აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ფეხ­ზე. შეძ­ლებს ამ ყვე­ლაფ­რის გა­მოს­წო­რე­ბას“,- აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ჩემი ებ­რა­ე­ლი რძლის ადი­ნას გა­მოც და ზო­გა­და­დაც დიდი სო­ლი­და­რო­ბა მინ­და გა­მო­უ­ცხა­დო ებ­რა­ელ ხალ­ხს. ჩემი რძა­ლი უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნია. მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის უნდა იყოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მხა­რე­ზე" - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

myquiz