აჭარაში არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება გაორმაგდა - რამდენს გადაიხდის მთავრობა 1 კილოგრამში?
ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გახსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრით დაფინანსდებიან.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ნარინჯისფერ რთველში და გაზრდილ სუბსიდირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ფერმერებს პირადად გააცნო.
მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი. იხილეთ სრულად