ეს საიდუმლო ბევრმა არ იცის: როგორ მოამზადოთ ყავა სახლში იმაზე გემრიელად, ვიდრე კაფეში | Allnews.Ge

ეს საიდუმლო ბევრმა არ იცის: როგორ მოამზადოთ ყავა სახლში იმაზე გემრიელად, ვიდრე კაფეში

უგემრიელესი ყავა შეგიძლიათ მოამზადოთ საკუთარ სამზარეულოში.ის არ იქნება კაფეს ყავაზე უარესი, შესაძლოა უკეთესიც კი გამოვიდეს.

შეიტყვეთ არომატული სასმელის მომზადების ნაკლებად ცნობილი მეთოდის შესახებ ქვემოთ მოცემულ სტატიაში.

დაგჭირდებათ

  • ჯეზვე
  • გაზქურა
  • წყალი
  • შაქარი (სურვილისამებრ)
  • მარილი

საფეხურები:

ჯეზვეში ჩაყარეთ 2 ჩაის კოვზი მაღალი ხარისხის მარცვლის ყავა (სასურველია ახლად დაფქული).

დაამატეთ მარილის რამდენიმე კრისტალი. გემოს დასაბალანსებლად საჭიროა, მაგრამ სასმელში შესამჩნევი არ უნდა იყოს.

თუ გსურთ ტკბილი ყავა, დაამატეთ შაქარი გემოვნებით. ჩაასხით 100-150 მლ ცივი წყალი. დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერი ყავა გიყვართ.

დადგით მაღალ ცეცხლზე და დაელოდეთ ქაფის თანდათან ამოსვლას.

შეამცირეთ ცეცხლი და როცა სასმელი ქაფს მოიგდებს, გააჩერეთ 20 წამით, რომ ჩავიდეს.

შემდეგ კვლავ დადგით ცეცხლზე და ასე სულ სამჯერ გაიმეორეთ.

ჯეზვე განზე გადადგით და ყავას დააპკურეთ ცივი წყლის წვეთები, რომ გაგრილდეს.

გააჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩაასხით ჭიქაში. ჭიქა უნდა იყოს ცხელი - ამისათვის გამოავლეთ მდუღარე წყალი.

rogor.ge

myquiz