მშობლების 5 რჩევა შვილებს, რომლებსაც თავის დროზე არ ვაფასებთ, თუმცა ნებისმიერ ასაკში გვეხმარება | Allnews.Ge

მშობლების 5 რჩევა შვილებს, რომლებსაც თავის დროზე არ ვაფასებთ, თუმცა ნებისმიერ ასაკში გვეხმარება

რამდენად ხშირად უსმენთ მშობლების რჩევებს? ბევრი ფიქრობს, რომ უკვე დამოუკიდებელი, ზრდასრული ადამიანია და "არავის რჩევა" არ სჭირდება. მაგრამ ეს ასე არ არის, უფროსი და გამოცდილი ადამიანის, მით უმეტეს, მშობლის რჩევა, ყველას სჭირდება. მაგრამ თუ რაიმე მიზეზით მაინც არ გინდათ მშობლებს ჰკითხოთ რაიმე თქვენს ცხოვრებასთან და კარიერასთან დაკავშირებით, ამ სტატიის შემდეგ შეიძლება სხვანაირად იფიქროთ.

გტავაზობთ მშობლების 5 უკვდავ რჩევას, რომლებიც ყველა ასაკში გამოგადგებათ:

შეხედეთ შეცდომებს, როგორც შესაძლებლობებს

„არ გამოვიდა? არა უშავს, შემდეგ ჯერზე გამოვა." დაიმახსოვრე, როგორ გეუბნებოდნენ მშობლები ბავშვობაში, და ისინი საოცრად მართლები იყვნენ. შეცდომებს ყველაზე ხშირად მარცხად აღვიქვამთ. ისინი უსიამოვნო და ხშირად დამამცირებელია. თუმცა გამოცდილმა ადამიანებმა იციან, რომ სირთულეების დაძლევა ყველაზე ეფექტური გზაა რაიმეს მისაღწევად. არ გამოვიდა? დაივიწყე წყენა, ადექი, მოიწმინდე ცრემლები და წადი, რათა ახალი მწვერვალები დაიყრო.

იყავით გულწრფელები

გულწრფელობა და პირდაპირობა არა მხოლოდ პიროვნულ, საქმიან ურთიერთობებშიც ფასდება. არ უნდა მოიტყუოთ, რომ რამდენიმე ენა იცით, რომ ექსპერტი ხართ, რომ თვალის დახამხამებაში შეგიძლიათ რთული ამოცანების გადაჭრა. ადრე თუ გვიან ტყუილი გაირკვევა და მერე სირცხვილის მომენტი დადგება. დაიმახსოვრე: არ უნდა მოატყუო არც დამსაქმებელი და არც საყვარელი ადამიანი.

სისუფთავე ჯანმრთელობის (და წარმატების) გასაღებია

დამიჯერე, ტყუილად არ გასწავლეს დილით საწოლის გასწორება და ჭურჭლის გარეცხვა. ეს არა მხოლოდ ასუფთავებს სახლს, არამედ დისციპლინასაც გაჩვევთ. საკუთარი თავის მოწესრიგების ჩვევა დესკტოპის მოწესრიგებასაც მიგაჩვევთ, საჭირო დოკუმენტებსაც აკურატულად შეინახავთ საქაღალდეებში და მნიშვნელოვანი დედლაინებიც არ დაგავიწყდებათ საყოველთაო არეულობაში. დისციპლინა სასარგებლო რამ არის. იხილეთ სრულად

myquiz