რამ გამოიწვია ქართულ ბაზარზე ბოსტნეულისა და მწვანილის გაძვირება? | Allnews.Ge

რამ გამოიწვია ქართულ ბაზარზე ბოსტნეულისა და მწვანილის გაძვირება?

ბოლო პერიოდში ბაზარზე ბოსტნეულსა და მწვანილზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება, რასაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც მოწმობს.

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, ამ პროდუქტებზე ფასების მატებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის წარმოებისთვის საჭირო ხარჯები, ქიმიური და ნედლეულის ფასები და ა.შ.

გარდა ამისა, ფასების ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია თავად პროდუქტის რაოდენობა და მისი ხარისხი - წერს East-fruit-ი.

„წელს უხვი ნალექი და სეტყვა მოვიდა, რამაც მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება გამოიწვია. ამ ყველაფერმა კი შექმნა გარკვეული დეფიციტი და ფასებზე იმოქმედა“, - განაცხადა მან. იხილეთ სრულად

myquiz