რას ამბობენ სკოლის დირექტორი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი 14 წლის გოგონას მშობიარობაზე? | Allnews.Ge

რას ამბობენ სკოლის დირექტორი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი 14 წლის გოგონას მშობიარობაზე?

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 14 წლის გო­გო­ნამ იმ­შო­ბი­ა­რა. ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად აქ­ტი­ვის­ტმა თოზუ გულ­მა­მედ­ლიმ გა­ავ­რცე­ლა.

პო­ლი­ცი­ის­თვის ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გახ­და, რაც არას­რულ­წლო­ვან­მა იმ­შო­ბი­ა­რა. რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, ბავ­შვის მამა, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვან­თან არა­რე­გიტ­რი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, ამ ეტაპ­ზე გაქ­ცე­უ­ლია.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი კახა ჩუ­ბი­ნი­ძე, სა­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნი სწავ­ლობ­და, ambebi.ge-სთან ამ­ბობს, რომ ბავ­შვი მათ­თან მხო­ლოდ სამი თვე სწავ­ლობ­და...

კახა ჩუ­ბი­ნი­ძე:

- ეს ბავ­შვი 2022 წლის 28 დე­კემ­ბერს მშობ­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამო­ი­რი­ცხა ჩვე­ნი სკო­ლის ბა­ზი­დან. ამი­ტომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე არ ყო­ფი­ლა. სულ სამი თვე ის­წავ­ლა, მა­ნამ­დე დმა­ნი­სი­დან გად­მო­ვი­და. დე­დამ სკო­ლი­დან ამო­რი­ცხვის მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლა უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა. ამის სა­ბუ­თი საქ­მე­ში დევს. ზო­გა­დად, გო­გო­ნა ჩვე­ნი სოფ­ლი­და­ნაც არ ყო­ფი­ლა, დმა­ნის­ში ცხოვ­რობ­და.

- სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი თუ და­გი­კავ­შირ­დნენ?

- დიახ, ვე­სა­უბ­რეთ, კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა ითა­ნამ­შრომ­ლა მათ­თან. მე ამ­ჟა­მად არ ვიმ­ყო­ფე­ბი ად­გილ­ზე, დე­დის ორ­მო­ცი მქონ­და და თერ­ჯო­ლა­ში ვარ, მალე დავ­ბრუნ­დე­ბი.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით ბოლ­ნი­სის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ ია­მზე სვა­ნი­ძეს, რო­მე­ლიც მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა.- ამ ეტაპ­ზე ნამ­დვი­ლად არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, უკაც­რა­ვად, ვარ­კვევთ დე­ტა­ლებს.

- სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბა არ და­გი­კავ­შირ­დათ?

- არა, ჯერ არ დაგ­ვკავ­ში­რე­ბია.

რო­გორც შსს-ში გან­გვი­ცხა­დეს, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია 140-ე მუხ­ლით, რაც თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლის სხე­ულ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვას გუ­ლის­ხმობს. და­კა­ვე­ბუ­ლი ამ ეტაპ­ზე არა­ვინ არის, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

myquiz