"იცით რა გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა ბოტანიკურ ბაღში რომ გაისეირნა? ეს იყო პოლიტიკური მინიშნება ივანიშვილისთვის" - გია ხუხაშვილი | Allnews.Ge

"იცით რა გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა ბოტანიკურ ბაღში რომ გაისეირნა? ეს იყო პოლიტიკური მინიშნება ივანიშვილისთვის" - გია ხუხაშვილი

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტი სწო­რად იქ­ცე­ვა, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ ახ­სე­ნებს და ამის მი­ზე­ზიც არ­სე­ბობს. მისი თქმით, არც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში გა­სე­ირ­ნე­ბის ამ­ბა­ვი იყო შემ­თხვე­ვი­თი და ამით პრე­ზი­დენ­ტმა ექ­სპრე­მი­ერს პო­ლი­ტი­კუ­რი სიგ­ნა­ლი გა­უგ­ზავ­ნა.

"სწო­რედ იქ­ცე­ვა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რომ არ ახ­სე­ნებს. ეს არის სწო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი. მან იცის, რომ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, არის ივა­ნიშ­ვი­ლი. მან სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი მა­ნევ­რი.

შე­იძ­ლე­ბა ეს კრი­ზი­სი (ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის )ისე ღრმად შე­ვი­დეს, რომ ვი­ღა­ცას­თან ლა­პა­რა­კი და­ჭირ­დეს. მანდ იცის რომ მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვილს უნდა ელა­პა­რა­კოს, სხვებ­თან ლა­პა­რაკს აზრი არ აქვს.

არ უნდა დაწ­ვას მან ხი­დე­ბი ივა­ნიშ­ვილ­თან. ისი­ნი ხომ ფი­ზი­კუ­რი მტრე­ბი არ არი­ან, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი მტრო­ბა. იცით რა გა­ა­კე­თა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა? ის ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვი გახ­სოვთ ხომ დიდი "სკან­და­ლი" რომ იყო, ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში რომ გა­ი­სე­ირ­ნა. ამით იცით რა გა­ა­კე­თა?

ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ნიშ­ნე­ბა, აქ ვარ და თუ ლა­პა­რა­კი გინ­და პო­ლი­ტი­კურ შპა­ნას კი ნუ მიგ­ზავ­ნიო, მოდი და მე­ლა­პა­რა­კეო. ფოს­ტა­ლი­ო­ნის გარ­და მეტი ფუნ­ქცია არ აქვთ კო­ბა­ხი­ძე­სა და ღა­რი­ბაშ­ვილს, ვინ არი­ან სა­ერ­თოდ ესე­ნიო" - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გარ­დუს­ში" სა­უბ­რი­სას.

myquiz