კახა კალაძე - დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და არც მაინტერესებს, თქვენც ნუ ინერვიულებთ, ჩემ ქონებას თვითონ მივხედავ | Allnews.Ge

კახა კალაძე - დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და არც მაინტერესებს, თქვენც ნუ ინერვიულებთ, ჩემ ქონებას თვითონ მივხედავ

დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და არც მაინტერესებს, ამიტომ, თქვენც ნუ ინერვიულებთ მაგაზე - ღმერთმა მაგაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „არის ძალიან დიდი შანსი იმის, რომ კახა კალაძე იყოს დასანქცირებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“.

მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი საზრუნავია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

„ნუ მანერვიულებთ ხოლმე, ძალიან გთხოვთ. ვიცი, რომ თქვენ ჩემზე ძალიან განიცდით, ძალიან ნერვიულობთ. მინდა დაგამშვიდოთ და ამ შემთხვევაში არ ინერვიულოთ, მე თავად არ ვნერვიულობ სანქციებთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მე ვგულშემატკივრობთ. ვიცი, ისედაც ბევრია ქვეყანაში სანერვიულო, შეიძლება თქვენც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ამიტომ გთხოვთ, რომ ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იფიქროთ, ჩემს თავს როგორმე მივხედავ.

ხომ გთხოვეთ, რომ არ ინერვიულოთ, მე არ ვნერვიულობ ამაზე. ღმერთმა მაგაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს, არც მე და არც ჩემს ოჯახს. მეტი პასუხი რა გაინტერესებთ ამასთან დაკავშირებით. საერთოდ არ მაინტერესებს, არის სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ქვეყანაში. ხედავთ მსოფლიოში რა ხდება? რამხელა უბედურება ხდება ყველგან, ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. კახა კალაძეს დამასანქცირებენ {თუ არა}, არ ვფიქრობ ამაზე და არც მაინტერესებს, ამიტომ თქვენც ნუ ინერვიულებთ მაგაზე, ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

myquiz