როგორ ვებრძოლოთ შემოდგომის გაციებას? | Allnews.Ge

როგორ ვებრძოლოთ შემოდგომის გაციებას?

თბილად უნდა გვქონდეს არა მხოლოდ ფეხები, არამედ ცხვირიც, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სრულად ვერ დაიცავს ორგანიზმს ვირუსებისგან. ცივ ამინდში სისხლის მიმოქცევა ნელდება და ნაკლები იმუნური უჯრედი აღწევს ნესტოებში. გამოივლეთ ცხვირში ფიზიოლოგიური ხსნარი. ამ გზით მიკრობებს არ ექნებათ დრო დასაფიქსირებლად.

მიირთვით ნაკლები ტკბილეული, რადგან იმუნური უჯრედები შაქრის სიჭარბისას ეფექტურად ვერ მუშაობენ.

აკონტროლეთ D ვიტამინის დონე,იძინეთ მინიმუმ რვა საათი და შეცვალეთ ინტენსიური ვარჯიში სეირნობით, და სხვა მსუბუქი ვარჯიშებით, რათა თავიდან აიცილოთ გადაძაბვით გამოწვეული სტრესი.

გრიპისა და გაციების სეზონზე ოთახები და მანქანები უფრო ხშირად უნდა გაანიავოთ, ხშირად დაასუფთავოთ სახლი. ანტისეპტიკების ნაცვლად საპონი და წყალი გამოვიყენოთ.

mkurnali.ge

myquiz