"ჩემი 4 წლის გიო ადგილზე დაიღუპა... მარიამი, რომელიც ჯერ 2 წლისაც არაა, შოკში იყო" - ოჯახს, რომელიც უმძიმეს ავარიაში მოყვა, საზოგადოების დახმარება სჭირდება | Allnews.Ge

"ჩემი 4 წლის გიო ადგილზე დაიღუპა... მარიამი, რომელიც ჯერ 2 წლისაც არაა, შოკში იყო" - ოჯახს, რომელიც უმძიმეს ავარიაში მოყვა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ოჯახს, რო­მე­ლიც 2 თვის წინ უმძმეს ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, სა­ზო­ა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

გთა­ვა­ზობთ პოსტს, რო­მელ­საც თა­მარ წუ­ლუ­კი­ძე ავ­რცე­ლებს.

"ძა­ლი­ან მი­ჭირს რა­ი­მეს და­წე­რა, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ სხვა გზა აღარ მაქვს ....11 აგ­ვის­ტოს ანაკ­ლი­ი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას აბა­შა­ში მოვ­ხვდით ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში, მან­ქა­ნა­ში ვის­ხე­დით მე, მე­უღ­ლე და ჩვე­ნი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი გი­ორ­გი და მა­რი­ა­მი. ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი რომ სახ­ლამ­დე ვერ მი­ვი­დო­დით...მით უფრო წარ­მოდ­გე­ნაც კი არ შე­მეძ­ლო რომ ჩემი 4 წლის გიო გაგ­ვიფ­რინ­დე­ბო­და. სული მეწ­ვის ისე მაკ­ლია მისი შე­ხე­ბა,სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი...მტერ­საც რომ ვერ ვუ­სურ­ვებ ისე­თი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე ვართ….ჯერ კი­დევ მგო­ნია რომ სა­ში­ნე­ლი კოშ­მა­რია და არ სრულ­დე­ბა, ვერ ვიღ­ვი­ძებ...

ერ­თა­დერ­თი რაც სი­ცო­ცხლე­ზე უა­რის თქმას არ მაძ­ლევს არის მა­რი­ა­მი, რო­მე­ლიც ჯერ 2 წლის არ­ცაა. ბავ­შვი იყო სა­ში­ნელ შოკ­ში, რად­გან ის ერ­თა­დერ­თი იყო გონ­ზე და ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლა. ჩემი პა­ტა­რა 4 წლის გიო ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.მე მო­ტე­ხი­ლო­ბა და ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ვი­ღე.მე­უღ­ლე კი, თით­ქმის ორი თვე იყო კო­მა­ში, უფ­ლის სას­წა­უ­ლით 48-ე დღეს ამ ამ­ბი­დან კონ­ტაქ­ტზე გა­მო­ვი­და, ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბამ და მრავ­ლო­ბით­მა ჩაქ­ცე­ვებ­მა არ და­უ­ტო­ვეს გო­ნებ­რი­ვი პრობ­ლე­მა და ამ ეტაპ­ზე აქვს კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მა გამ­ქრა­ლი, რის გა­მოც ფი­ზკუ­რად არის ლო­გინ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი.ტრა­გე­დი­ის დღი­დან დღემ­დე გვეხ­მა­რე­ბა მე­გობ­რე­ბი, ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი, რად­გან ფი­ზი­კუ­რად ჯერ არც ერთს გვაქვს იმის უნა­რი, რომ ვი­მუ­შა­ოთ.

ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად კი გვაქვს ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ბინა არის დატ­ვირ­თუ­ლი იპო­თე­კით და გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩეთ ქუ­ჩა­ში, რად­გან ბან­კმა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, არც შე­ღა­ვა­თი და არც დრო­ე­ბით გრა­ფი­კის გა­და­წე­ვა­ზე დაგ­ვთან­ხმდა TBC - თი­ბი­სი.და ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩემი მე­უღ­ლის ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბაა, ვე­სა­უბ­რეთ საქ-ში ყვე­ლა კლი­ნი­კას და ექიმს და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად გვე­უბ­ნე­ბი­ან რომ ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი უბ­რა­ლოდ ამი­სათ­ვის გვჭირ­დე­ბა თვე­ში 20 000 ლარი და სამ­წუ­ხა­რო ის არის, არ ვი­ცით 1 თვე იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი თუ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვე.

ძა­ლი­ან მი­ჭირს და არ ვიცი რამ­დე­ნად და­ლა­გე­ბუ­ლად ვწერ, უბ­რა­ლოდ მხო­ლოდ თქვენს იმე­დად ვარ დარ­ჩე­ნი­ლი.გთხოვთ და­მეხ­მა­რეთ, რომ მე­უღ­ლეს სამ­კურ­ნა­ლო თან­ხა შე­ვაგ­რო­ვო და ფეხ­ზე და­ვა­ყე­ნო, რაც და­მეხ­მა­რე­ბა შევ­ძლო გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა და ჩემს პა­ტა­რა მა­რი­ამს მივ­ცეთ საღი ჯან­სა­ღი ბავ­შვო­ბა ამ დიდი ტრა­გე­დი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად." - წერს თა­მუ­ნა წუ­ლუ­კი­ძე "ფე­ის­ბუქ­ში"

ჩემი ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

GE64TB7424645063600016 მიმ­ღე­ბი: თა­მარ წუ­ლუ­კი­ძე

GE80BG0000000161969873 - ლაშა გუ­ლუა

myquiz