რა მოხდება, თუ ძილის წინ 1 ჭიქა რძეს დალევთ? | Allnews.Ge

რა მოხდება, თუ ძილის წინ 1 ჭიქა რძეს დალევთ?

რძე არის სასმელი, რომელიც უძველესი დროიდან ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით.ინდურ მითოლოგიაში არსებობს რწმენა„რძის ოკეანის“ შესახებ, რომელიც ადამიანებს უკვდავებასა და ძალას ანიჭებდა. აფრიკული მითები მოგვითხრობს, რომ სამყარო სწორედ რძის წვეთიდან დაიბადა. ბერძნული ლეგენდის თანახმად კი, ჰერკულესი მხოლოდ რძითა და ყველით იკვებებოდა.

რძე დიდი რაოდენობით ფოსფორს, კალციუმს და ცილებს შეიცავს. ის გაციებისა და ვირუსების სამკურნალოდ გამოიყენება და რეკომენდებულია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. შესაძლოა გსმენიათ, რომ ძილის წინ ერთი ჭიქა რძის დალევა კარგია ზოგადი ჯანმრთელობისთვის და ძილის გასაუმჯობესებლად, ასევე შფოთვისა და დაძაბულობის მოსახსნელად. მოდით, გავარკვიოთ, როგორ შეიძლება დაგეხმაროთ რძე დაძინებაში და რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დალევთ.

რძე შეიცავს მელატონინს და ტრიპტოფანს – ეს ნივთიერებები ნამდვილად აუმჯობესებენ ძილის ხარისხს. თუ ჭიქა რძეს ყოველ საღამოს, ძილის წინ დალევთ, მელატონინი თქვენს ორგანიზმს ძილისთვის „მოაწესრიგებს“ და დაგეხმარებათ მის დარეგულირებაში. ტრიპტოფანი ზრდის სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც ასევე დაგეხმარებათ დაისვენოთ და უკეთ დაიძინოთ.

სასარგებლო შემადგენლობის გარდა, ძილის წინ ჭიქა რძეს ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს: თბილი სასმელი ღამით, რომელსაც ბავშვობაში გვასმევდნენ, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს და მოქმედებს როგორც ერთგვარი საძილე აბი. იხილეთ სრულად

myquiz