"ამ სახელებს საქართველოში ბავშვს ვერ დაარქმევთ" - რა აკრძალვები მოქმედებს სახელების დარქმევაზე ქვეყანაში? | Allnews.Ge

"ამ სახელებს საქართველოში ბავშვს ვერ დაარქმევთ" - რა აკრძალვები მოქმედებს სახელების დარქმევაზე ქვეყანაში?

სახელს ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მისი შერჩევა, გარკვეულწილად, მშობელთა მხრიდან ყურადღებასა და დაკვირვებას მოითხოვს, რომ სამომავლოდ ბავშვი სახელის გამო ბულინგის, დამცირებისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი არ გახდეს. ამ მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელიც ბავშვისთვის სახელის დარქმევის წესს არეგულირებს და აკრძალვებსაც აწესებს.

დავინტერესდით, საქართველოში თუ არსებობს შეზღუდვა ბავშვისთვის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით და იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ მონაცემები, თუ რა ტიპის სახელს ვერ დაარქმევს მშობელი შვილს და შესაბამისად, არც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო დაარეგისტრირებს:

"ბავშვის სახელად ციფრების, სასვენი ნიშნების, გეომეტრიული ფიგურების, გრაფიკული გამოსახულებების, სიმბოლოების, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ხასიათის სიტყვების ან მრავალწევრიანი (ორზე მეტი სახელისგან შემდგარი) სახელის განსაზღვრა დაუშვებელია. შესაბამისად, ამგვარი სახელის განსაზღვრის მოთხოვნისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უარს ეტყვის განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე." – წერია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. იხილეთ სრულად

myquiz