ლიზი გოზალიშვილის შთამბეჭდავი და ემოციური გამოსვლა გერმანულ Voice-ში და აღფრთოვანებული ჟიური
ქართველების წარმატებული გამოსვლები მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსებში გრძელდება. ამჯერად თავი მუსიკოსმა ლიზი გოზალიშვილმა გამოიჩინა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და სწავლობს. ის სულ ოცნებობდა გერმანულ Voice-ში მოხვედრაზე და ეს ოცნებაც აისრულა. ლიზიმ ერთ-ერთი რთულად შესასრულებელი სიმღერა michael jackson-ის earth song იმღერა და მისიას თავი შესანიშნავად გაართა. შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ ოვაციები და ტაში არ დაიშურა როგორც ჟიურიმ, ისე დარბაზში მყოფმა აუდიტორიამ.
ქართველის ნამღერს ჟიურის ყველა წევრი ფეხზე წამოუდგა.
"მე ვარ ლიზი, 19 წლის, საქართველოდან. ამჟამად ვცხოვრობ ჰაიდელბერგში. გერმანიაში სასწავლებლად ჩამოვედი. ჩემი აქ მოხვედრა დიდი ხნის ოცნება იყო." - უთხრა ჟიურის ლიზიმ წარდგენისას.
ბოლოს ჟიურიმ იკითხა, რატომ შეარჩია ლიზიმ მაინცდამაინც ეს სიმღერა, რაზეც ქართველმა კონკურსანტმა უპასუხა: "სიმღერა ისეთ თემას ეხება, რაც ძალიან აქტუალურია, მსოფლიოში დღეს ისევ ომია. მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამ არაერთხელ გადაიტანა ომი. მინდოდა ამ სიმღერით მეთქვა ის, რასაც ვფიქრობ.