ვის ეკუთვნის კლინიკა, რომელიც უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო 20 000 ლარით დაჯარიმდა?
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.
სააგენტოს ცნობით, კლინიკამ, 4 პაციენტს, გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა, რის გამოც 20 000 ლარით დაჯარიმდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის“ 50-50%-ან წილებს ივანე ქევანიშვილი და შოთა ჯაფარიძე ფლობენ.
რეესტრის მიხედვითვე, კლინიკის დირექტორის პოსტსაც აღნიშნული პირები იკავებენ.