"მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს... ქორწილამდე 4 დღით წამოვედი სოფლიდან, ძალიან რთული გზა გავიარე, დღემდე ბრძოლაში ვარ" - რას წერს ჩინარა კოჯაევა, რომელიც მძიმე ტრადიციებს დაუპირისპირდა? | Allnews.Ge

"მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს... ქორწილამდე 4 დღით წამოვედი სოფლიდან, ძალიან რთული გზა გავიარე, დღემდე ბრძოლაში ვარ" - რას წერს ჩინარა კოჯაევა, რომელიც მძიმე ტრადიციებს დაუპირისპირდა?

ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი 23 წლის ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვას ის­ტო­რია გო­გო­ნას სი­მა­მა­ცი­სა და გამ­ბე­და­ო­ბის გამო, სა­მა­გა­ლი­თოა. ის ჯერ კი­დევ 14 წლის იყო, რო­დე­საც სა­კუ­თარ ოჯახ­სა და სო­ცი­უმ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ტრა­დი­ცი­ებს და­უ­პი­რის­პირ­და, რის გა­მოც სახ­ლი­დან წა­მოს­ვლა მო­უხ­და. ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვა თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქო­სა­ლარ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ბევრ ოჯახ­ში, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, წყვი­ლე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კი მათი მშობ­ლე­ბი იღე­ბენ.

სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჰყვე­ბა:

"მეც 14 წლის ასაკ­ში დამ­ნიშ­ნეს. სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად სახ­ლში სტუმ­რე­ბი დამ­ხვდნენ, ჩემი ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი. ვინ მო­მის­მი­ნა მა­შინ ოჯახ­ში?!დეპ­რე­სი­ა­ში რომ ვი­ყა­ვი, ვის ეს­მო­და ჩემი ტი­რი­ლის მი­ზე­ზი?! ჩემ­გან ვე­რას­დროს გა­ი­გებ­დით, რომ გა­თხო­ვე­ბა მინ­დო­და! ვლა­პა­რა­კობ­დი სწავ­ლა­ზე, პრო­ფე­სი­ის შე­ძე­ნა­ზე, ჩემს ოც­ნე­ბებ­ზე და უც­ბად ეს ყვე­ლა­ფე­რი უმ­ნიშ­ვნე­ლო გახ­და. მშობ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მსხვერ­პლე­ბი არი­ან! მათ ჰგო­ნი­ათ, რომ რო­დე­საც ათხო­ვე­ბენ შვილს, ის პატ­რონს ჩა­ბარ­დე­ბა და ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ეგრე არ არის. ცხოვ­რე­ბა არა­ვის უნდა გა­და­უ­წყვი­ტო ასე! არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, შენს გა­რე­შე მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უნდა შექ­მნა ოჯა­ხი, რომ უნდა იცხოვ­რო ადა­მი­ან­თან, ვინც არც გიყ­ვარს, არც მოგ­წონს და სა­ერ­თო­დაც გა­ღი­ზი­ა­ნებს! მე ვერ შევ­ძე­ლი ჩემ­ზე და­ნიშ­ნუ­ლის მო­წო­ნე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ და ეს ვცა­დე, მაგ­რამ ვერ.. ვცა­დე იმი­ტომ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლი ამ­ბა­ვი იყო ოჯა­ხის შექ­მნა. და განა რა ოჯა­ხი უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო?! 14 წლის რომ ხარ, ეს რო­გორ უნდა გა­და­ი­ტა­ნო! ვერ შეძ­ლებ ამ ტვირ­თის ტა­რე­ბას! მოკ­ვდე­ბი! სუ­ლით და ხორ­ცით და­ე­ცე­მი!

ჩვენ ის გო­გო­ე­ბი ვართ, ვი­საც ბავ­შვო­ბას გვარ­თმე­ვენ და უნ­დათ რომ ვი­ღა­ცის მო­ნე­ბი გავ­ხვდეთ. არა! ხმას კი­დევ ერთხელ ამო­ვი­ღებ! ყო­ველ­თვის ვი­ტყვი, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა! პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლებს მივ­მარ­თავ - გთხოვთ, ნუ გა­ა­კე­თებთ ამას, ნუ იძა­ლა­დებთ, ნუ გას­წი­რავთ სა­კუ­თარ შვი­ლებს უბე­დუ­რე­ბის­თვის!ჩემი ის­ტო­რია იცით, მა­შინ ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი და­მეხ­მა­რა, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა რომ მი­თხრეს, მა­მას 5 წელი ჩას­ვამ­დნენ ცი­ხე­ში, ვერ გავ­ბე­დე და აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა ვერ მი­ვე­ცი. მა­მას გა­ნე­მარ­ტა, რომ 18 წლამ­დე მი­უღ­წე­ველ პირ­თან იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბა მკაც­რად ის­ჯე­ბო­და და ისიც გაფრ­თხილ­და. მეც იმე­დი მქონ­და, რომ თავი და­ვაღ­წიე პრობ­ლე­მას, მაგ­რამ უკვე მე­ო­რედ, 17 წლის ვი­ყა­ვი, სულ რა­ღაც ერთ თვე­ში ვხდე­ბო­დი 18-ის, ქორ­წი­ლი იგი­ვე ადა­მი­ან­თან რომ ჩა­ნიშ­ნეს.

ყვე­ლა­ფე­რი მზად იყო - კაბა, ბეჭ­დე­ბი, სუფ­რის­თვის სურ­სა­თი, ბან­კი­დან ვა­ლე­ბი გა­მო­ი­ტა­ნეს ჩე­მებ­მა, და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სტუმ­რე­ბი.და მე ისევ თავი და­ვი­ცა­ვი!.. ქორ­წი­ლამ­დე 4 დღით ადრე, შსს-თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წა­მო­მიყ­ვა­ნეს ჩემი სოფ­ლი­დან, სა­დაც ად­რე­ულ ასაკ­ში ათხო­ვე­ბენ გო­გო­ებს. იქ, ჩვენ­თან, რო­დე­საც ვხდე­ბით 13-14-15 წლი­სე­ბი, მშობ­ლე­ბი წყვე­ტენ, ვის­ზე და რო­დის უნდა გა­ა­თხო­ვონ შვი­ლე­ბი .რა თქმა უნდა მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის იქით ვერ წა­ვალთ. რთუ­ლია ძა­ლი­ან. რაც წა­მო­ვე­დი ჩემი ოჯა­ხი­დან, ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რე. დღემ­დე ბრძო­ლა­ში ვარ, გა­დარ­ჩე­ნის­თვის ვიბ­რძვი.ერ­თდრო­უ­ლად მო­მი­წია იმ­დე­ნი პრობ­ლე­მის გა­და­ლახ­ვა, ხან­და­ხან არც მჯე­რა, რომ ეს იმ შე­ში­ნე­ბულ­მა ჩი­ნა­რამ შეძ­ლო! თით­ქოს სხვა ადა­მი­ა­ნად გა­და­ვი­ქე­ცი.

ცხრა წლი­ა­ნი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის მერე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში წყვე­ტა მქონ­და. ოჯა­ხი­დან წა­მოს­ვლის დროს, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი თავ­შე­საფ­რის პროგ­რა­მით, სამი წლის მა­სა­ლა ქარ­თუ­ლად ვის­წავ­ლე 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმის­თვის, რომ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი.პირ­ველ წელს ვერ ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ მე­ო­რე წელს იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გავ­ხდი, წელს მე­სა­მე კურ­სზე გა­და­ვე­დი

ქარ­თუ­ლი უკვე მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი. თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო სხვა გო­გო­ებს, რომ­ლე­ბიც იმ დროს, როცა მა­მა­ჩე­მი და­ა­კა­ვეს, მწერ­დნენ, შენი საქ­ცი­ე­ლი გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია, რად­გან ჩვენ ამას ვერ შევ­ძლებთ, ვერ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ამ­ხე­ლა პრობ­ლე­მა­სო! გული მის­კდე­ბო­და და მის­კდე­ბა ახ­ლაც, რომ მა­მა­ჩემ­მა ერთი წელი გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში.უბ­რა­ლოდ, მარ­თლა არ ვიცი, რა უნდა მექ­ნა! ვერ შევ­ძე­ლი და ვერ გა­და­ვარ­წმუ­ნე ჩემი ოჯა­ხი და ნა­თე­სა­ვე­ბი, რომ არ მინ­დო­და გა­თხო­ვე­ბა და არ მინ­დო­და იმ ადა­მი­ან­ზე!მას მერე, იმ­დე­ნი რამე გა­და­ვი­ტა­ნე! ალ­ბათ ერთ დღე­საც ავ­დგე­ბი და წიგნს დავ­წერ.მა­ნამ­დე კიბ მინ­და, რომ ხში­რად შევ­ძლო იმ გო­გო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბის­თვი­საც ჯო­ჯო­ხე­თი იწყე­ბა 12-13 წლის მერე!მათ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ!

ჩა­უ­ტა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი უფ­როს თა­ო­ბას ჩვენს თემ­ში, სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს..სოც მუ­შა­კებ­მა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ია­რონ სოფ­ლებ­ში და გა­ი­გონ სი­ტუ­ა­ცია, იქ­ნებ რო­მე­ლი­მე 14 წლის გოგო გა­ა­თხო­ვეს, მო­ი­ტა­ცეს და სა­და­ცაა, მოკ­ლა­ვენ!გე­მუ­და­რე­ბით, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ბავ­შვე­ბი! ვა­პი­რებ, რომ ამ თე­მა­ზე სულ უფრო მეტი ვი­სა­უბ­რო რო­გორც აქ, სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში, ისე ფი­ზი­კურ გა­რე­მო­ში.გო­გო­ე­ბო, თუ რა­მე­ში დახ­მა­რე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ, გპირ­დე­ბით, მარ­ტო არ დაგ­ტო­ვებთ ამ ჯო­ჯო­ხეთ­ში!

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემს გარ­შე­მო, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც შე­უძ­ლია, რომ თქვენს მხარ­და­ჭე­რა­ში ძალა არ და­ი­შუ­რო­საქ ვარ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით, გამ­ბე­და­ო­ბით, სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვის უნა­რით და სი­სუს­ტი­თაც, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რია და რომ­ლის გამო კი­დევ უფრო კარ­გად მეს­მის თქვე­ნი. მზად ვარ ჩა­ვა­ტა­რო ტრე­ნინ­გე­ბი ყვე­ლა რე­გი­ონ­ში და ჩა­ვერ­თო პრო­ექ­ტებ­ში თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცე­მა, მზად ვარ ამ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რო და­უს­რუ­ლებ­ლად, მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე და და­ვეხ­მა­რო იმ ადა­მი­ა­ნებს ვი­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ვი­საც კლა­ვენ სუ­ლით და ხორ­ცი", - წერს ჩი­ნა­რა.

myquiz