საზიანოა თუ არა ცხარე საკვების ჭამა ორგანიზმისთვის? | Allnews.Ge

საზიანოა თუ არა ცხარე საკვების ჭამა ორგანიზმისთვის?

ბევრი ცხარე საკვები მდიდარია საკვები ნივთიერებებით და აქვს მრავალი კვებითი სარგებელი.

მაგალითად, წიწაკა ჩილი არის ვიტამინების E, A, B6, K, ასევე რკინისა და უჯრედისის შესანიშნავი წყარო. ხოლო სანელებლებს, როგორიცაა ჩილი, კურკუმა, კაიენი და შავი პილპილი, აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

თუ მოგწონთ ცხარე საკვების გემო და ის არ გიღიზიანებთ კუჭს, დიეტოლოგების აზრით, მათზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს:

წიწაკა ჩილი ასევე შეიცავს ნაერთს, რომელსაც ეწოდება კაპსაიცინი, რომელიც ამცირებს ანთებას და ტკივილს.

„კაპსაიცინი ასევე ხელს უწყობს გულის დაავადების რისკის შემცირებას, არტერიული წნევის რეგულირებას და ქოლესტერინის დაქვეითებას“ - ამბობს დიეტილოგი ზეიტლინი.

შეიძლება ცხარე საკვები დაგეხმაროთ წონის დაკლებაში?

90 სხვადასხვა კვლევის მეტა-ანალიზის მიხედვით, რომელთა ფარგლებში გამოიკვლიეს კაპსაიცინის როლი წონის მართვაში, ცხარე საკვები ამცირებს მადას და ზრდის ენერგიის ხარჯვას.

მაგრამ დიეტოლოგი მარტა ფერაზ-ვალესი აღნიშნავს: „კაპსაიცინის მიუხედავად, ცხარე ნაგეთსები არ უწყობს ხელს წონის დაკლებას“.

ჩვენ ვიკლებთ წონაში ყოველდღიური კალორიული დეფიციტით - ეს ყველასთვის განსხვავებულია.

ცხარე სანელებლების დამატება კერძში აჩქარებთ მეტაბოლიზმს და, შესაბამისად, წონაში ცოტა უფრო სწრაფად იკლებთ. იხილეთ სრულად

myquiz