ყავა დალიეთ და მაინც გეძინებათ? - პროდუქტები, რომლებიც ყავაზე მეტად გამოგაფხიზლებთ | Allnews.Ge

ყავა დალიეთ და მაინც გეძინებათ? - პროდუქტები, რომლებიც ყავაზე მეტად გამოგაფხიზლებთ

დილით დალიეთ ყავა და მაინც უენერგიოდ ხართ? ჩვენ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი.

კოფეინის ტოლერანტობა

როგორც ნებისმიერ სტიმულატორს, ჩვენს სხეულს შეუძლია კოფეინის მიმართ ტოლერანტობის განვითარება, თუ ის მას ძალიან ხშირად და დიდ დოზებში იღებს. რეკომენდებული ოპტიმალური დოზაა არაუმეტეს 400 მგ კოფეინი დღეში. ეს არის დაახლოებით 4 სტანდარტული ფინჯანი ყავა. თუ შეამჩნევთ, რომ ის გავლენას აღარ ახდენს თქვენზე, სცადეთ დოზის შემცირება, ან კიდევ უკეთესი, შეწყვიტეთ მისი დალევა. ექიმები გვირჩევენ კოფეინის რაოდენობის თანდათანობით შემცირებას. თუ უკვე გაქვთ დამოკიდებულება, ყავაზე უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და თავის ტკივილი.

როგორ მოქმედებს ყავა დაღლილზე

ყავა, სამწუხაროდ, არ არის პანაცეა: კოფეინს შეუძლია ცოტა ხნით გაგვაძლიეროს, მაგრამ თუ ძალიან დავიღალეთ, არ გამოდგება. უფრო მეტიც, თუ ამ სტიმულატორით უსასრულოდ გავაგრძელებთ საკუთარ თავზე ზეწოლას, სტრესის ჰორმონის კორტიზოლის ჭარბი რაოდენობა შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში, რის შედეგადაც გაგვიჭირდება დაძინება. ასე რომ, თუ ნამდვილად დაღლილი ხართ, ნუ იტანჯებით ყავით, არამედ დაიძინეთ ოცი წუთით მაინც, ეს ბევრად გაგახალისებთ.

რამ შეიძლება ჩაანაცვლოს ყავა?

თუ რაიმე მიზეზით იძულებული ხართ კოფეინზე უარი თქვათ, ან უბრალოდ არ მოგწონთ, გთავაზობთ რამდენიმე საკვებს და სასმელს, რომლებიც ისეთივე ეფექტურად იმოქმედებს.

შვრიის ფაფა

ან ნებისმიერი სხვა ფაფა, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამზადებული მარცვლეულისგან. ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმისთვის საუკეთესო საწვავია, სწორედ მათ ამუშავებს ორგანიზმი ენერგიად. და რაც უფრო მეტი დრო დასჭირდება კალორიების „მიღებას“, მით უფრო დიდხანს ვიქნებით მხიარულები და აქტიურები. გარდა ამისა, საუზმეზე ფაფა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და სისხლში შაქრის დონის კონტროლს.

ბანანი

ტკბილი ხილი მდიდარია ნახშირწყლებითა და ფრუქტოზით, რომელსაც ტვინი იყენებს ენერგიის წყაროდ. მაგრამ გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ბანანს, რადგან ის აკონტროლებს ენერგიის ხარჯვას, ასევე, ზრდის კალიუმის დონეს, რომელიც აუცილებელია გულის ჯანმრთელობისთვის.

კენკრა

ერთი მუჭა კენკრა უნდა მიირთვათ საუზმეზე ყოველდღე. ის შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს, რომელიც ძალიან სასარგებლო გავლენას ახდენს ტვინის უჯრედებზე, ეხმარება მას ჯანმრთელი და აქტიური იყოს. კენკრა ასევე შეიცავს ბევრ სპეციფიკურ ნივთიერებას, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი სტიმულატორები, ზრდიან ჩვენს ენერგიულობას და კონცენტრაციას. იხილეთ სრულად