"როგორც ვიცი, დანიშნულები იყვნენ, მაგრამ 3 თვე არ იქნება, რაც მოიტაცა და ცოლად მოიყვანა" - რა ხდება ცნობილი 14 წლის გოგონას მკვლელობაზე | Allnews.Ge

"როგორც ვიცი, დანიშნულები იყვნენ, მაგრამ 3 თვე არ იქნება, რაც მოიტაცა და ცოლად მოიყვანა" - რა ხდება ცნობილი 14 წლის გოგონას მკვლელობაზე

სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში, სა­დაც 14 წლის გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ­მა 27 წლის ალიმ ას­ლა­ნოვ- სა­დი­გოვ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

rusTavi 2- ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი წარ­მო­შო­ბით დმა­ნი­სის სო­ფელ მა­მიშ­ლო­დან არის.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­გო­ნა, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვეა, რაც გა­ა­თხო­ვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძას შვი­ლის ქორ­წი­ლი უნდა გა­და­ე­ხა­და.

ქმარ­მა კი გო­გო­ნას სწო­რედ ქორ­წი­ლის სამ­ზა­დი­სის დროს ეს­რო­ლა. ის ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა...

გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჩვენ ლამ­ბა­ლო­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს ალი­ხარ აბ­დუ­ლა­ევს და­ვუ­კავ­შირ­დით.

"რო­გორც ვიცი, და­ნიშ­ნუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ 3 თვე არ იქ­ნე­ბა, რაც გოგო მო­ი­ტა­ცა და ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა, 15 დღე­ში ქორ­წი­ლი უნდა ჰქო­ნო­დათ, გოგო დმა­ნი­სე­ლი იყო. ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ, ამ­ბო­ბენ, 14 წლის არი­სო, სო­ფელ­ში არა­ვინ იცის, რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა მან ეს მკვლე­ლო­ბა. სახ­ლში ია­რა­ღით მო­უკ­ლავს. ვი­ყა­ვი მათ­თან მი­სუ­ლი, მაგ­რამ არა­ვინ დამ­ხვდა. ცხე­და­რი სა­გა­რე­ჯო­ში ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლია. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით სოფ­ლის­თვის უც­ნო­ბია. ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტია. ეს ბიჭი ალიმ ას­ლა­ნოვ - სა­დი­გო­ვი 27 წლის იყო. მწყემ­სია, არ იყო კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი. თუმ­ცა მას­ზე ცუდი არა­ფე­რი გა­მი­გია. რა­ტომ და­ატ­რი­ა­ლა ეს ამ­ბა­ვი, არ ვი­ცით. ამ სახ­ლში, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და, ასე­ვე ცხოვ­რო­ბენ ბი­ჭის მშობ­ლე­ბი და ძმა, არ ვიცი, ამ ტრა­გე­დი­ის დროს იყ­ვნენ თუ არა ისი­ნი სახ­ლში", - ამ­ბობს მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

myquiz