"შეშაც აკრძალეთ, კონსერვის ქილაც, შიათ ადამიანებს - ხოლმე აქციაზე"- პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას | Allnews.Ge

"შეშაც აკრძალეთ, კონსერვის ქილაც, შიათ ადამიანებს - ხოლმე აქციაზე"- პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას

შეშაც აკრძალეთ, ჩაწერეთ შიგნით, რომ შეშის შეტანაც აკრძალულია. აკრძალეთ კონსერვის ქილა, შიათ ადამიანებს - ხოლმე აქციაზე. დაწერეთ, რომ კონსერვის ქილის შეტანა არის აკრძალული. მერე ჩაკეტეთ შემოსავლელები, ყველა მხრიდან ალყა დაარტყით და გადაუკეტეთ წყალი ხალხს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, კანონში ჩანაწერის არქონამდეც იტაცებდნენ სამართალდამცავები კარვებს აქციიდან.

„განხილვებისა და იმ შენიშვნების მერე რაც ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ, არაფერი გაზიარებული არაა. როგორც არის, ასე უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი? მინდა გაგახსენოთ, რომ 1988 წელსაც იმდროინდელ უზენაეს საბჭოს ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ მიღებული აქვს მსგავსი რეგულაცია, მაგრამ ვერ უშველა იმ დროს ამ რეგულაციამ. თუ ბოლომდე ამბობთ და მიზანი არის, რომ სიცივეში ადამიანი არ დარჩეს მუდმივი პროტესტის პირობებში, ეს არის სინამდვილეში მიზანი, რომ მუდმივი პროტესტის პირობებში ადამიანი არ იყოს კარავში, გაიყინოს გარეთ. მაშინ შეშაც აკრძალეთ, ჩაწერეთ შიგნით, რომ შეშის შეტანაც აკრძალულია. აკრძალეთ კონსერვის ქილა, შიათ ადამიანებს- ხოლმე აქციაზე. დაწერეთ, რომ კონსერვის ქილის შეტანა არის აკრძალული. მერე ჩაკეტეთ შემოსავლელები, ყველა მხრიდან ალყა დაარტყით და გადაუკეტეთ წყალი ხალხს. ეს რეგულაცია შემოგაქვთ თქვენ. ეს მუხლი ნიშნავს ამას. ვინ უნდა განმარტოს კონსტრუქცია რა არის? პოლიციელი განსაზღვრავს რას ჩათვლის კონსტრუქციად? მანამდეც მიგქონდათ, ჩანაწერი არ გქონდათ ისე იტაცებდით კარვებს. ჩვენი კარავი გაქვთ წაღებული, საიდანაც სამედიცინო საშუალებების დარიგება ხდებოდა მიტინგზე დაშავებული ადამიანებისთვის. პოლიციელი გააკეთებს დისკრეციას, რა მოეჩვენება დროებით კონსტრუქციად?!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

myquiz