რომელი ცნობილი პარლამენტარის შვილია თამარ ახალკაცი და რას ყვება ის ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობაზე? | Allnews.Ge

რომელი ცნობილი პარლამენტარის შვილია თამარ ახალკაცი და რას ყვება ის ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობაზე?

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის ერთ-ერთმა დასამახსოვრებელი მონაწილე, თამარ ახალკაცი საკუთარ ისტორიას "პრაიმტაიმთან“ იხსენებს. მისი თქმით, 5-წლიანი ქორწინება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაანგრია.

„მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ჩვენი შეუღლების დღიდან დაიწყო, თუმცა, ფიზიკური ძალადობა ერთადერთხელ მოხდა. მე ამის შესახებ ხმამაღლა ვისაუბრე, მისთვის არ მიჩივლია. ეს არ იყო დარტყმა, ეს იყო 40-წუთიანი შეუწყვეტელი წიხლის რტყმა სახეში... ვინც მანიპულირებთ, რომ გიღალატეს და ცუდი ცხოვრება გაქვთ გამოვლილი, არავინ იცის, ვის რა შეემთხვა... მაქვს დასკვნები, რომ ვიყავი ძალიან დიდი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ჩემი ფოტოები დღემდე შენახულია..."-ყვება ის.

თამარმა სევე ისაუბრა საკუთარ მშობლებზე. მისი თქმით, შეძებული ოჯახიდანაა, თუმცა ოჯახის გავლენას არ იყენებს.

tamar-akhalkatsi-w-h-1696484378.jpeg

„მამამ ბოლო წლებია, გადაწყვიტა, რომ პირდაპირ კაბინეტიდან ამდგარიყო და სოფლად გადასახლებულიყო. გორში ძალიან დიდი მიწები გვაქვს. ახლა მას საქონლის, ჰოლანდიური ჯიშის ფერმები აქვს და საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას. აქვს ძალიან დიდი ღვინის მარანი...

რაც შეეხება დედას, მანანა მათიაშვილი - მთელი ცხოვრება პარლამენტის დეპუტატი იყო. შემდეგ გადაწყვიტა, რომ მოსკოვში წასულიყო, აიხდინა ოცნება და უზარმაზარი რესტორანი გახსნა, რომელიც კრემლში, მსოფლიოდან ჩამოსულ დეპუტატებს მასპინძლობდა.

სამწუხაროდ, ჩვენი რესტორანი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაყადაღდა და დღემდე ამ მდგომარეობაშია. სასამართლო დავები გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ დავიბრუნებთ."- აცხადებს ის.

myquiz