"არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი"- დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე | Allnews.Ge

"არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი"- დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის სა­იმ­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა და პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ თა­მარ ჩუ­გოშ­ვილს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, შე­ლა­პა­რა­კე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ჩუ­გოშ­ვილ­მა კო­ბა­ხი­ძეს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი შე­ა­წყვე­ტი­ნა, სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა და თქვა, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ლექ­ცი­ას კი­თხუ­ლობს, ერთი და იმა­ვეს იმე­ო­რებს და სა­ტე­ლე­ვი­ზიო "მე­სი­ჯე­ბით“ სა­უბ­რობს. მისი თქმით, "სა­სა­მარ­თლო უს­მენს სა­კი­თხებს, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად აც­დე­ნი­ლია კი­თხვებს“.

"გარ­კვე­ვა მინ­და იმის, ჩვენც მოგ­ვე­ცე­მა თუ არა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­კი­თხოთ ლექ­ცი­ე­ბი, ვი­მე­ო­როთ ერთი და იგი­ვე, ჩვენ არ ვდე­მა­გო­გობთ, მაგ­რამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი-არა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ლექ­ცია, სა­ტე­ლე­ვი­ზიო "მე­სი­ჯე­ბი“ ვი­სა­უბ­როთ“, - გა­ნა­ცხა­და ჩუ­გოშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კი თა­მარ ჩუ­გოშ­ვილს უთხრა, რომ "ყვე­ლა­ფე­რი ეს ღირ­სე­ბის ამ­ბა­ვია“.

"ერთი წი­ნა­და­დე­ბა ახ­სე­ნეთ, რო­მე­ლიც იყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო "მე­სი­ჯი" ან ლექ­ცია. მი­თუ­მე­ტეს, არც პო­ლი­ტი­კო­სი ხარ. პო­ლი­ტი­კო­სი რომ იყო, კი­დევ გე­პა­ტი­ე­ბა, მაგ­რამ არც პო­ლი­ტი­კო­სი ხარ და არც არა­ფე­რი. სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის მდი­ვა­ნი იყა­ვი და ერთ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რას არ დას­წრე­ბი­ხარ. სირ­ცხვი­ლია. ღირ­სე­ბის ამ­ბა­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ მე­რაბ ტუ­რა­ვამ თა­მარ ჩუ­გოშ­ვილს მი­მარ­თა, რომ წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც შე­ეძ­ლე­ბათ.

"ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის სტრუქ­ტუ­რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი - მას შემ­დეგ, რაც მო­ვუს­მენთ წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტო­რებს, მო­გე­ცე­მათ სი­ტყვა შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის­თვის და შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტი ხა­ნიც გაგ­რძელ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ტუ­რა­ვამ.

myquiz