"მე ხელს არ მიშლის არცერთი რელიგიური სიმბოლიკა" - ვანდალებმა სამირა ბაირამოვას სახლის კარი გადაუღებეს, სადაც ჯვარი და სომხეთის დროშა მიახატეს
სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ სახლში სადაც ცხოვრობს, ვანდალებმა მისი აზერბაიჯანელ აქტივისტს კართან სომხეთის დროშა დაუხატეს
სამირა ბაირამოვა:
"არ ვიცი, რა დავწერო, არც მინდოდა დილიდან ჩემი დღის გაფუჭება, დილით ადრე სავაჭროდ გავდიოდი სახლიდან და ნახევრად მძინარე ჯერ ვერ მივხდი რა ხდებოდა და... ასეთი ამბები დამხდა. თქვე იდიოტებო, გულში ატარეთ ეს დროშა. მინიმუმ უკულტურობა და არაჰუმანურობაა რელიიგის ასეთი ფორმით დამცირება, თქვენთვის კი ეს მანიპულაციის იარაღია.
მე ხელს არ მშლის არცერთი რელიგიური სიმბოლიკა. "შინ ევროპისკენ!" და ქალთა ძალის სიმბოლიკა მქონდა კარზე, რაც შეღებეს. დროშის ადგილზე კი ლოგო “გახსოვდეს აგვისტოს ომი” მქონდა. ეს მოიპარეს, თუ რა ქნეს, არ ვიცი.
არადა, მარნეულიდან თბილისში უსაფრთხოების მხრივ გადმოვედი, სახლი ჩემთვის იყო ერთადერთი ადგილი, სადაც დაცულად და მშვენიურად ვგრძნობდი თავს, ასე მომილოცეს ჩემი 35-ე დაბადების დღეს!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თქვენ გაგრძელეთ მოძალადებს დამალვას და მხარდაჭერას!!"