რა ხდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინებას განიხილავენ? | Allnews.Ge

რა ხდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინებას განიხილავენ?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­იმ­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­კითხს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს 9 მო­სა­მარ­თლის­გან შემ­დგა­რი პლე­ნუ­მი გა­ნი­ხი­ლავს.

თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი სხდო­მას არ ეს­წრე­ბა. მის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში იუ­რის­ტე­ბი თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი და მაია კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი იცა­ვენ.

-0:35 წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბის სა­ხით სხდო­მას ეს­წრე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სხვა წევ­რე­ბი: ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნი და თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი.

სა­სა­მარ­თლოს პო­ზი­ცი­ას, რომ დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის და­ხურ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, ორი­ვე მხა­რე და­ე­თან­ხმა, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ცე­სი სა­ჯა­როა.

იმე­დი მაქვს, სხდო­მა­ზე არ დას­წრე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან სა­სა­მარ­თლო­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვა არ იყო, - ასე მი­მარ­თა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე მე­რაბ ტუ­რა­ვამ პრე­ზი­დენ­ტის სა­იმ­პიჩ­მენ­ტო გან­ხილ­ვა­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლებს.

impichmenti6-46395-1696336831.jpg

ტუ­რა­ვა და­ინ­ტე­რეს­და, იცი­ან თუ არა იუ­რის­ტებ­მა სა­იმ­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბის არა მხო­ლოდ იუ­რი­დი­უ­ლი მხა­რე, არა­მედ იმ ვი­ზი­ტე­ბის დე­ტა­ლე­ბი, რა­ზეც წარ­დგი­ნე­ბის ტექ­სტშია სა­უ­ბა­რი.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა არ ისურ­ვა დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა და თქვენ, რო­გორც მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­გავ­ლი­ნათ. კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო იკ­ვლევს იმ სა­კი­თხებს, რა­ზეც წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბი და­ვო­ბენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია იმ ვი­ზი­ტე­ბის ში­ნა­არ­სი, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე შე­იძ­ლე­ბა შე­კი­თხვე­ბი და­ის­ვას? შე­სა­ბა­მი­სად, ამ შემ­თხვე­ვა­ში თქვენ მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რივ მხა­რეს წარ­მო­ად­გენთ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ შეხ­ვდით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს და გარ­კვე­უ­ლი ხართ იმ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უდევს წარ­დგი­ნე­ბის ტექსტს? ამას­თან, თქვენ წარ­მო­ად­გენთ არა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, უფრო კარ­გად იც­ნობს ვი­ზი­ტე­ბის დე­ტა­ლებს, არა­მედ ხართ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იუ­რის­ტე­ბი, მაგ­რამ უფრო სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი იცით, ვიდ­რე დე­ტა­ლე­ბი ამ ვი­ზი­ტე­ბის - თუ შეხ­ვდით ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენტს და შე­გიძ­ლი­ათ სა­სა­მარ­თლოს სრულ­ყო­ფი­ლად მო­ახ­სე­ნოთ ის, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ტუ­რა­ვამ.

impichmenti8-46415-1696336842.jpg

ჩვენ ვართ სრუ­ლი­ად უფ­ლე­ბა­მო­სილ­ნი, ვი­სა­უბ­როთ პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლით, ამ­დე­ნად, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ასე არ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, თით­ქოს პრე­ზი­დენ­ტმა უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა გა­მო­ხა­ტა [სა­სა­მარ­თლოს მი­მართ], - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა, მაია კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრე­ზი­დენ­ტის­თვის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ის პრო­ცე­სის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია.

"რა თქმა უნდა, შევ­ხვდით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს. რამ­დენ­ჯერ­მე გვქონ­და შეხ­ვედ­რა. ყვე­ლა დე­ტალ­ზე ვი­სა­უბ­რეთ, მათ შო­რის, თა­ვად ამ შეხ­ვედ­რე­ბის ში­ნა­არსზე, მო­ცუ­ლო­ბა­ზე. ასე რომ, ჩვენ ვართ სრუ­ლი­ად უფ­ლე­ბა­მო­სილ­ნი, ვი­სა­უბ­როთ პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლით, რო­გორც მის­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. დღეს ჩვენ წარ­მო­გიდ­გენთ პრე­ზი­დენ­ტის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას ამ კონ­კრე­ტულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­დე­ნად, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ასე არ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, თით­ქოს პრე­ზი­დენ­ტმა უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა გა­მო­ხა­ტა, პი­რი­ქით, პრე­ზი­დენ­ტის­თვის დღეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია პრო­ცე­სის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ში, ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვია, მას დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა აქვს სა­სა­მარ­თლოს მი­მართ,“ - გა­ნა­ცხა­და კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ის სა­გა­რეო ვი­ზი­ტე­ბი გახ­და, რა­ზეც მთავ­რო­ბამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თან­ხმო­ბა არ მის­ცა. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი 1-ელ სექ­ტემ­ბერს, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­და­წყდა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს დას­კვნის მო­სამ­ზა­დებ­ლად ერ­თთვი­ა­ნი ვადა აქვს. სა­სა­მარ­თლოს მიერ და­დე­ბი­თი დას­კვნის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად 100 დე­პუ­ტა­ტის ხმა არის სა­ჭი­რო, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ გა­აჩ­ნია.

myquiz