რა დაუჯდა სახელმწიფოს „ბლექ სი არენას“ ორგანიზებული კონცერტები? | Allnews.Ge

რა დაუჯდა სახელმწიფოს „ბლექ სი არენას“ ორგანიზებული კონცერტები?

„ბლექ სი არენას“ სხვადასხვა კონცერტების ორგანიზება 73 მლნ ლარზე მეტი უჯდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, 2023-2024 წლებში ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის, „ბლექ სი არენას“ თანხა ჯერ კიდევ 2022 წელს გამოეყო.

„2022 წელს შპს ბლექ სი არენა ჯორჯიამ მიიღო 73,2 მლნ ლარი 2023-2024 წლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების მიზნით. აღნიშნული თანხა მოიცავს, როგორც არტისტების ჰონორარებს, ასევე ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს „ბლექ სი არენას“ ორგანიზებით საქართველოში რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავის კონცერტი გაიმართა, მათ შორის იყვნენ: ბრუნო მარსი, IMAGINE DRAGONS და ა.შ.

myquiz