"კობას შეუმჩნევია, რომ ბერძენი კაცი მის გოგოს ცუდად ეხებოდა... შვილს დედა გადაეფარა და ხელში დაიჭრა" - რას ჰყვება საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის ახლობელი
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, კობა აშოტია მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე დაჭრეს. 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდაცვლილის დაჭრილი მეუღლე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
იმის თაობაზე, თუ რა გახდა მამაკაცებს შორის დაპირისპირების მიზეზი, არაერთი ვერსია ვრცელდება. ერთი მოსაზრებით, ბერძენი მამაკაცი გაღიზიანდა, რადგან მოკლულის ოჯახიდან, არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, ხმამაღალი მუსიკები არ წყდებოდა.
საქმის სულ სხვა გარემოებაზე ჰყვება გარდაცვლილის ახლობელი, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ambebi.ge-სთან.
მისი თქმით, ბრალდებულსა და გარდაცვლილის ოჯახს კარგი, მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. მათ შორის საბედისწერო კონფლიქტი კი გარდაცვლილის შვილის დაბადების დღის წვეულებაზე დაიწყო.
"პირველ რიგში, მინდა გითხრათ ის, რომ კობა უწესიერესი ადამიანი იყო. ჰყავდა არაჩვეულებრივი ოჯახი, მეუღლე და შვილები. იმ დღეს კობას 12 წლის გოგონას დაბადების დღე იყო. ეს ბერძენი კაციც იყო დაპატიჟებული. კობას შეუმჩნევია, რომ ბერძენი კაცი მის გოგოს ცუდაად ეხებოდა, არ მოსოწნებია და დაუწყიათ ჩხუბი. იხილეთ სრულად