რატომ ავადდება ზოგი ბავშვი ვირუსებით ხშირად, ზოგი კი იშვიათად და რა აქვეითებს იმუნიტეტს წლების განმავლობაში? | Allnews.Ge

რატომ ავადდება ზოგი ბავშვი ვირუსებით ხშირად, ზოგი კი იშვიათად და რა აქვეითებს იმუნიტეტს წლების განმავლობაში?

პატარების ვირუსული ინფექციებით ხშირი ავადობა მშობლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. ათასგვარი გამაჯანსაღებელი საშუალებისა, ხშირად გაუგებარი რჩება, რატომ ავადობს ვირუსებით ბავშვთა ერთი ნაწილი ხშირად, მეორე კი იშვიათად. მეცნიერებმა, როგორც იქნა, გასცეს ამ კითხვას პასუხი.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რა განსაზღვრავს ვირუსებით ავადობის სიხშირეს ბავშვებში.

როგორც აღმოჩნდა, თუ ახალშობილი სიცოცხლის პირველ დღეებში ვირუსული ინფექციით დაავადდა, მომავალში ხშირი გაციებების რისკი გაიზრდება.

როგორც წესი, ვირუსული ინფექციები სიცოცხლის პირველ დღეებში და კვირებში შეუმჩნეველი რჩება, ვინაიდან ახალშობილს არანაირი სიმპტომი არ უვითარდება. თუმცა, ვირუსებთან ამ პირველ შეხვედრას ძალიან გრძელვადიანი შედეგები აქვს, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე და მიკროორგანიზმების ჯგუფებზე, რომლებიც ბავშვის ნაზოფარინქსში ბინადრობენ -ასეთია ედინბურგის უნივერსიტეტის და უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარების დასკვნა. მათი ნაშრომი ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა 114 ჯანმრთელი ბავშვის ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენის ნიმუშების გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს. ნიმუშებს რეგულარულად იღებდნენ ბავშვების დაბადებიდან ერთ წლამდე.

აღმოჩნდა, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც ვირუსული ინფექცია ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის უჯრედებში სიცოცხლის პირველ დღეებში აღწევს (ახალშობილთა იმუნური სისტემის მოუმწიფებლობის გამო, ეს ჩვეულებრივ ასიმპტომურია), ინტერფერონის გენების პათოლოგიური აქტივობა იწყება. ეს გენები იმუნური უჯრედების მიერ ინტერფერონების გამომუშავებას არეგულირებს - ცილებისას, რომლებიც ორგანიზმის ვირუსებისგან დასაცავად არის შექმნილი. იხილეთ სრულად

myquiz