"სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყოფილ მეუღლესთან შეხვედრაზე წერს:
"სანდრა არის ყველზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე.
ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.
ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე" - წერს სააკაშვილი.
სანდრა რულოვსმა ყოფილი მეუღლე კლინიკაში ორი დღის წინ მოინახულა. როგორც რულოვსი წერდა, მათ შორის ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი შედგა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი სააკაშვილი 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში ფარულად დაბრუნების შემდეგ დააკავეს, ცნობილი გახდა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ქალი არსებობდა. როგორც ექსპრეზიდენტის მიმართვაში იყო ნათქვამი ეს ლიზა იაკო იყო, რომელთანაც დიდი სიყვარული აკავშირებდა.
მოგვიანებით სანდრამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოფილი მეუღლისა და იასკოს ურთიერთობა მისთვის "სიურპირიზი" იყო და ამის შესახებ უმცროსი შვილისგან შეიტყო. როგორც სანდრა ჰყვებოდა, მას რთული ფსიქოლოგიური ეპიზოდების გავლა მოუწია იმისთვის, რომ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის ფაქტის საბოლოოდ მიღება შეძლებოდა (წაიკითხეთ: "შოკი იყო... ზედიზედ სამჯერ მოვისმინეთ და მაინც არ მჯეროდა... მერე დაიწყო ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი" - სანდრა რულოვსი სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობაზე).
რამდენიმე თვეში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს მესამე შვილი ჰყავდა, რომელის მას სოფო ნიჟარაძისგან შეეძინა. ალისკა ამერიკაში დაიბადა. ის დედასთან ერთად საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ჩამოვიდა. ასევე რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტისგან შვილი ლიზა იასკომაც გააჩინა.
ორი თვის წინ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ის და სოფო ნიჟარაძე შერიგდნენ. მოგვიანებით სტატუსი წაიშალა. ვინ არის ახლა ექსპრეზიდენტის გვერდით, უცნობია, რადგან ლიზა იასკო წელიწადზე მეტია საქართველოში მეუღლის სანახავად აღარ ჩამოსულა.