"ორი წელი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება... დღეს შედგა ჩვენი შეხვედრა" - რას წერს სანდრა რულოვსი?
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, მათ შორის ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი შედგა.
"ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ" - წერს სანდრა რულოვსო.
მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი სააკაშვილი 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში ფარულად დაბრუნების შემდეგ დააკავეს, ცნობილი გახდა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ქალი არსებობდა. როგორც ექსპრეზიდენტის მიმართვაში იყო ნათქვამი ეს ლიზა იაკო იყო, რომელთანაც დიდი სიყვარული აკავშირებდა.
მოგვიანებით სანდრამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოფილი მეუღლისა და იასკოს ურთიერთობა მისთვის "სიურპირიზი" იყო და ამის შესახებ უმცროსი შვილისგან შეიტყო. როგორც სანდრა ჰყვებოდა, მას რთული ფსიქოლოგიური ეპიზოდების გავლა მოუწია იმისთვის, რომ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის ფაქტის საბოლოოდ მიღება შეძლებოდა.
რამდენიმე თვეში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს მესამე შვილი ჰყავდა, რომელის მას სოფო ნიჟარაძისგან შეეძინა. ალისკა ამერიკაში დაიბადა. ის დედასთან ერთად საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ჩამოვიდა. ასევე რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტისგან შვილი ლიზა იასკომაც გააჩინა.
ორი თვის წინ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ის და სოფო ნიჟარაძე შერიგდნენ. მოგვიანებით სტატუსი წაიშალა. ვინ არის ახლა ექსპრეზიდენტის გვერდით, უცნობია, რადგან ლიზა იასკო წელიწადზე მეტია საქართველოში მეუღლის სანახავად აღარ ჩამოსულა.