"ბევრი მეკითხება, როგორ დავიკელი წონაში..." - თიკა ჯამბურიას საოცარი გარდასახვა და ფოტოები "ინსტაგრამიდან" | Allnews.Ge

"ბევრი მეკითხება, როგორ დავიკელი წონაში..." - თიკა ჯამბურიას საოცარი გარდასახვა და ფოტოები "ინსტაგრამიდან"

მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რია ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. პა­ტა­რა გო­გო­ნას შეს­რუ­ლე­ბულ­მა ჯე­ი­რან­მა 2000-იან წლებ­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მას შემ­დეგ თი­კას კა­რი­ე­რი­სა თუ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მუდ­მი­ვად არ­სე­ბობ­და და მომ­ღერ­ლის გა­თხო­ვე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თი ჭო­რიც და­დი­ო­და.

თი­კას ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს ბექა ხო­ფე­რი­ას­გან. წყვი­ლი წლე­ბის წინ და­შორ­და ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა დღემ­დე მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ თი­კას კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ყო­ფილ დე­დამ­თილ­თან, ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ას­თან

375575593-7606479586033798-4693099716263637525-n-56583-1695705223.jpg

"ბექა, ფაქ­ტობ­რი­ვად, დე­და­ჩე­მის გაზ­რდი­ლია, მე - ხა­თუ­ნა­სი. ერთი წა­მით არ მი­ფიქ­რია, რომ მე და ბექა ერ­თად არ ვიქ­ნე­ბო­დით. ცხოვ­რე­ბა არ წარ­მო­მედ­გი­ნა მის გა­რე­შე, ამი­ტომ იყო ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი მისი და­კარ­გვა. გუ­ლის ტკე­ნაც ეს იყო, რომ იმე­დი გა­მიც­რუ­ა­ძა­ლი­ან თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით, და­მინ­გრია ჩემი აშე­ნე­ბუ­ლი კოშ­კე­ბი. იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩემ გვერ­დით, როცა ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ნა­ყოფს ვე­ლო­დე­ბო­დით, მა­შინ გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ჩემი სიძ­ლი­ე­რე იმა­შია, რომ შე­მიძ­ლია ადა­მი­ა­ნი გა­ვუშ­ვა ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან' - ჰყვე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ხნის წინ თიკა გა­და­ცე­მა "სთო­რი­ში" სა­უბ­რი­სას.

372589595-2298241393703332-5234044349679910832-n-56575-1695705208.jpg

ბოლო პე­რი­ოდ­ში თიკა კვლავ მო­ექ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მი­ზე­ზი ის არის, რომ მომ­ღე­რალ­მა საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო. ფო­ტო­ებს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აზი­ა­რებს, სა­დაც მისი გა­მომ­წე­რე­ბი მუდ­მი­ვად წო­ნის კლე­ბის სა­ი­დუმ­ლოს გამ­ხე­ლას ითხო­ვენ. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლა წო­ნის დაკ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ აქვს და გა­მომ­წე­რებს სწორ კვე­ბა­სა და ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას ურ­ჩევს. იხილეთ სრულად

myquiz