ბინები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროს ნომრები და ეკლესიაც კი - რა არის ცნობილი ყოფილი მთავარი პროკურორის ერთ დღეში გამდიდრებულ ვაჟზე? | Allnews.Ge

ბინები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროს ნომრები და ეკლესიაც კი - რა არის ცნობილი ყოფილი მთავარი პროკურორის ერთ დღეში გამდიდრებულ ვაჟზე?

ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის გარ­შე­მო სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა მის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 14 სექ­ტემ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამის შემ­დეგ პრო­ცე­სე­ბი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა, ჯერ გა­ნა­ცხა­და, რომ სან­ქცი­ებს იზი­ა­რებ­და და ფარ­ცხა­ლა­ძეს შე­ზღუდ­ვას უწე­სებ­და, მე­ო­რე დღეს კი გა­ი­ზი­ა­რა რა, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მო­საზ­რე­ბა, რომ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის ან­გა­რი­შე­ბის შე­საძ­ლო და­ყა­და­ღე­ბა არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი იყო, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მის შეს­რუ­ლე­ბის წესი შეც­ვა­ლა. ეს 19 სექ­ტემ­ბერს მოხ­და.

otarfarcxaladze-36371-1695642767.jpg

შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას სებ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ნა­თია თურ­ნა­ვა აწერს ხელს. ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე იმ შემ­თხვე­ვა­ში გავ­რცელ­დე­ბა, თუ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნია გა­მო­ტა­ნი­ლი. იმა­ვე პრინ­ცი­პით გავ­რცელ­დე­ბა სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მი იმ იუ­რი­დი­ულ პირ­ზე, რომ­ლის წილ­საც სან­ქცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ფლობს.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ბი­ნე­ბი, ნაკ­ვე­თე­ბი, სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბი და ეკ­ლე­სი­აც კი, რომ­ლებ­საც აშშ-ის მიერ სან­ქცი­რე­ბუ­ლი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ფლობ­და, მისი ვა­ჟის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვი­და - ან­დრია ან­ზორ ფარ­ცხა­ლა­ძე ერთ დღე­ში გახ­და მდი­და­რიც და პო­პუ­ლა­რუ­ლიც.

ქო­ნე­ბის გა­და­ფორ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი მარ­თლაც ერთ დღე­ში - 20 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტარ­და. ამა­ვე დღის ბო­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნია ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­წყვე­ტა.

სა­ჯა­რო რე­ესტრის მი­ხედ­ვით, ჩუ­ქე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი რე­ესტრის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში 12:00 სა­ა­თის შემ­დეგ (12:16-12:18 დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში) და­რე­გის­ტრირ­და. ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით 12 გან­ცხა­დე­ბაა შე­სუ­ლი, ერთი და იმა­ვე მო­თხოვ­ნით. იც­ვლე­ბა მხო­ლოდ ნა­ჩუ­ქა­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ნა­ირ­გვა­რო­ბა და მი­სა­მარ­თე­ბი.

ჩუ­ქე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტე­ბი ელექტრო­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ერ­თი­ან პორ­ტალ­ზე იძებ­ნე­ბა და 20 სექ­ტემ­ბრით თა­რიღ­დე­ბა.

პორ­ტალ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, თო­თო­ე­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­და­ფორ­მე­ბის­თვის ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძემ 350 ლარი გა­და­ი­ხა­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა შვილს შემ­დე­გი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­დას­ცა:

სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო მიწა ტა­ბახ­მე­ლა­ში, სო­ფე­ლი წავ­კი­სი - 2058.00 კვად­რა­ტი;სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო მიწა ტა­ბახ­მე­ლა­ში, სო­ფე­ლი წავ­კი­სი - 1030.00 კვად­რა­ტი;სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო მიწა ტა­ბახ­მე­ლა­ში, სო­ფე­ლი წავ­კი­სი - 1001 კვად­რა­ტი;ბა­კუ­რი­ან­ში, დიდ­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სის ნო­მე­რი - 25.28 კვად­რა­ტი;ბა­კუ­რი­ან­ში, დიდ­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სის ნო­მე­რი - 26.04 კვად­რა­ტი;კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი ვა­კე­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუჩა - 143.25 კვად­რა­ტი;კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი ვა­კე­ში ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუჩა - 336.24 კვად­რა­ტი;კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი ვა­კე­ში ყიფ­ში­ძის ქუჩა - 101.31 კვად­რა­ტი;კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი ვა­კე­ში ყი­ფი­ში­ძის ქუ­ჩა­ზე - 204.16 კვად­რა­ტი;ბინა სა­ბურ­თა­ლო­ზე მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის ქუჩა (მშე­ნე­ბა­რე) - 77.51 კვად­რა­ტი;ბინა სა­ბურ­თა­ლო­ზე კოს­ტა­ვას ქუჩა; ბინა სა­ბურ­თა­ლო­ზე კოს­ტა­ვას ქუჩა - 38 კვად­რა­ტი. იხილეთ სრულად