"მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ" - ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 78-ე სესიაზე | Allnews.Ge

"მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ" - ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 78-ე სესიაზე

მე წარ­მო­ვად­გენ სა­ქარ­თვე­ლოს - ძლი­ერ ერს, რო­მე­ლიც აფა­სებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ეთაყ­ვა­ნე­ბა თა­ვის მდი­დარ მემ­კვიდ­რე­ო­ბას და ის­წრაფ­ვის პროგ­რე­სის­კენ მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბად გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ე­რო-ს 78-ე სე­სი­ის გე­ნე­რა­ლურ დე­ბა­ტებ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლომ 2008 წელს გა­ნი­ცა­და სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო აგ­რე­სია და აგ­რძე­ლებს მის დესტრუქ­ცი­ულ შე­დე­გებ­თან გამ­კლა­ვე­ბას.

"ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ბა­ტო­ნო გე­ნე­რა­ლუ­რო მდი­ვა­ნო, ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ­დე გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ას.

მე წარ­მო­ვად­გენ სა­ქარ­თვე­ლოს - ძლი­ერ ერს, რო­მე­ლიც აფა­სებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ეთაყ­ვა­ნე­ბა თა­ვის მდი­დარ მემ­კვიდ­რე­ო­ბას და ის­წრაფ­ვის პროგ­რე­სის­კენ მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბად გე­ო­პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მო­ში.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემ­მა ქვე­ყა­ნამ 2008 წელს გა­ნი­ცა­და სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო აგ­რე­სია და აგ­რძე­ლებს მის დესტრუქ­ცი­ულ შე­დე­გებ­თან გამ­კლა­ვე­ბას. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20 პრო­ცენ­ტი კვლავ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სახ­ლე­ბი­დან იძუ­ლე­ბით არი­ან გა­და­სახ­ლე­ბულ­ნი.

თავ­და­ჯე­რე­ბით ვა­ცხა­დებ, რომ მი­უ­ხე­და­ვად გა­მოვ­ლი­ლი გან­საც­დე­ლი­სა, არ შეგ­ვი­ფერ­ხე­ბია ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო გა­და­ვაქ­ცი­ეთ დი­ნა­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბად სა­ზო­გა­დო­ე­ბად, რო­მე­ლიც სრუ­ლად არის ერ­თგუ­ლი გა­ე­როს წეს­დე­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის იდე­ი­სად­მი", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა მთავ­რო­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვაა.

"ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა ჩემი მთავ­რო­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვაა. 2012 წლი­დან ის ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე თით­ქმის გა­ორ­მაგ­და. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცია მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია, რაც თით­ქმის 90 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდაა 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით. უმუ­შევ­რო­ბი­სა და სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზეა.

"World Justice" პრო­ექ­ტის 2022 წლის კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ინ­დექ­სით, სა­ქარ­თვე­ლო აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნებ­ში პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს. "Fraser Institute"-ის 2022 წლის ან­გა­რი­შის - "მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა" - მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვე­ყა­ნაა 15 სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის, ხოლო "Heritage Foundation"-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­დექ­სით სა­ქარ­თვე­ლო 21-ე ად­გილს იკა­ვებს ევ­რო­პა­ში 2023 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით და ევ­რო­კავ­ში­რის 11 წევრ სა­ხელ­მწი­ფოს უს­წრებს. "NUMBEO Crime Index"-ი სა­ქარ­თვე­ლოს 2023 წელს ასა­ხე­ლებს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ქვეყ­ნად, რად­გან გლო­ბა­ლურ ჭრილ­ში მე-18 ად­გილ­ზე, ხოლო ევ­რო­პის მას­შტა­ბით მე-8 ად­გილ­ზე ვართ", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მან ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის­თვის.

"მსურს ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და გა­მოვ­ხა­ტო ჩვე­ნი ღრმა მად­ლი­ე­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის­თვის. მშვი­დო­ბი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მო­ვუ­წო­დებ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, და­არ­წმუ­ნოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, ჩა­ერ­თოს „ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში" და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

რო­ოგრც მან აღ­ნიშ­ნა, ე.წ. „ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს" ქვეყ­ნებს შო­რის ლი­დე­რის რან­გში, სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და­იმ­სა­ხუ­რა.

"ვე­ლით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თვალ­სა­ჩი­ნო შე­დე­გე­ბი და რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი სა­მარ­თლი­ა­ნად შე­ფას­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა ერ­თა­დერ­თი გზაა!

ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გი­სა და გა­ე­როს წეს­დე­ბა­ში ასა­ხუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, მთავ­რო­ბა აგ­რძე­ლებს კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

„ჩვე­ნი პრაგ­მა­ტუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად, ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა. ვაგ­რძე­ლებთ კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა გვაქვს ზე­დი­ზედ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხოლო მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის ზრდის ტემ­პი 10 პრო­ცენტს აღე­მა­ტე­ბა 2021 და 2022 წლებ­ში. ეს პო­ზი­ტი­უ­რი ზრდის ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და 2023 წელ­საც და სა­შუ­ა­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 7 პრო­ცენტს მი­აღ­წია", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.a

myquiz