"ეს ამბავი რომ მითხრეს, კარგა ხანს გონზე ვერ მოვდიოდი" - გოჩა მანველიძე შვილზე, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული | Allnews.Ge

"ეს ამბავი რომ მითხრეს, კარგა ხანს გონზე ვერ მოვდიოდი" - გოჩა მანველიძე შვილზე, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული

ნი­დერ­ლან­დე­ბის პო­ლი­ცია 28 წლის თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძეს ეძებს. ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა თა­ნა­მე­მა­მუ­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ვე­ლი­ძემ 32 წლის შო­თი­კო სა­კან­დე­ლი­ას ქა­ლაქ უტ­რეხ­ტში, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. შემ­თხვე­ვა 19 სექ­ტემ­ბერს ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მოხ­და. მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას ჭრი­ლო­ბა ყე­ლის არე­ში და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მას დამ­ნა­შა­ვემ პირ­და­პირ სა­ძი­ლე არ­ტე­რია და­უ­ზი­ა­ნა.

თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძის ფო­ტოს ნი­დერ­ლან­დე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ვეყ­ნებს და წერს: "თუ იცით მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ან ფლობთ სხვა რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას, გთხოვთ, დარ­ე­კოთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ხაზ­ზე 0800-6070. თუ შემ­თხვე­ვით გა­და­ა­წყდით თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძეს, ნუ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბით მას".

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მან­ვე­ლი­ძეს შენ­გე­ლი­ას­თან უთან­ხმო­ე­ბა ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰქონ­და და მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი თვლი­ან, რომ ეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა იყო. რა გახ­და ამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, ამას, ალ­ბათ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ად­გე­ნენ.

AMBEBI.GE თორ­ნი­კეს მა­მას, მწე­რალ გოჩა მან­ვე­ლი­ძეს ესა­უბ­რა:

"ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი, იქ და­მი­რე­კეს და მაც­ნო­ბეს ეს ამ­ბა­ვი. ორი დღის წინ თორ­ნი­კე თვი­თონ გა­ვა­ცი­ლე ჰო­ლან­დი­ა­ში, მის მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად წა­ვი­და. მას მერე არ დამ­კავ­ში­რე­ბია, ვერც გო­გო­ნას ვუ­კავ­შირ­დე­ბით. ახლა ვცდი­ლობ ჰო­ლან­დი­ა­ში, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­ელ­ჩო­დან იქ­ნებ რამე გა­ვარ­კვიო. არ მგო­ნია, ტყუ­ი­ლი იყოს, მგო­ნია, რომ მარ­თლა მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. არ ვიცი, ის გარ­დაც­ვლი­ლი ვი­ნაა. თქვეს, რომ ეს ამ­ბა­ვი მის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. თორ­ნი­კე ჩა­კე­ტი­ლი ბი­ჭია, არ მა­ხე­დებ­და მის საქ­მე­ებ­ში და არ ვიცი, მას­თან რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, არას­დროს შევ­ხვედ­რილ­ვარ. ჩემს შვილს ვიც­ნობ და ეს ამ­ბა­ვი ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია. ჯერ-ჯე­რო­ბით, ყვე­ლა ჩუ­მა­დაა და მე­უბ­ნე­ბი­ან, არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცი­აო. იხილეთ სრულად

myquiz