"ისევ თურქეთში ვართ, ქიმიიდან-ქიმიამდე." - როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა: რას ამბობს მისი მეუღლე? | Allnews.Ge

"ისევ თურქეთში ვართ, ქიმიიდან-ქიმიამდე." - როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა: რას ამბობს მისი მეუღლე?

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, აგ­ვის­ტოს შემ­დეგ თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც მო­რიგ მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის. რო­გო­რია ახლა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ბა, ამ თე­მა­ზე Ambebi.ge ბა­ტონ სო­სოს მე­უღ­ლეს, ირმა ჯაჭვლი­ანს თურ­ქეთ­ში და­უ­კავ­შირ­და.

ირმა ჯაჭვლი­ა­ნი:

- ახლა თურ­ქეთ­ში ვართ, აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვებ­ში წა­მო­ვე­დით და იმის მერე აქ ვართ. არ მინ­და წი­ნას­წარ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან ეს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბაა, და­ზუს­ტე­ბით არც იცი, რა მოხ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ნორ­მა­ლუ­რად ვართ, ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად არის, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, არ ვიცი...

- კლი­ნი­კა­ში წევს ბა­ტო­ნი სოსო?

- კლი­ნი­კა­ში ცხოვ­რე­ბა და იქ ყოფ­ნა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა. ერთი ღამე 1000 ევრო ღირს და შე­უძ­ლე­ბე­ლია იქ გა­ჩე­რე­ბა. ია­ფი­ა­ნი ბინა გვაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი და აქ ვცხოვ­რობთ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მივ­დი­ვართ ხოლ­მე კლი­ნი­კა­ში.

- რო­გორ გრძნობთ თავს ბა­ტო­ნო სოსო, რო­გორ გან­წყო­ბა­ზეა?

- მხნედ არის, სო­სოს ის მო­მენ­ტი არ ჰქო­ნია, რომ დეპ­რე­სი­უ­ლად ყო­ფი­ლი­ყო. ქი­მი­ი­დან-ქი­მი­ამ­დე ვართ, მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში, რო­დის დას­რულ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი.

- ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რი გაქვთ, ვინ გეხ­მა­რე­ბათ?

- არ მინ­და, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რით ვინ­მე უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვა­ყე­ნო

myquiz