დევნილობა და რუსეთში მოპოვებული აღიარება - გაიცანით თამარ ქუტიძე
თამარ ქუტიძეს საქართველოში ბევრი უსმენს - ეს სოციალურ ქსელში პერიოდულად გავრცელებული სიმღერების ათეულშიც ჩანს ხოლმე. თუმცა ის რუსულად მღერის ძირითადად და მისი პოპულარული სიმღერებიც, მათ შორის საქართველოში, რუსულ ენაზეა შესრულებული. აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მომღერალი რუსეთში საკმაო პოპულარობით სარგებლობს და ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობს.
"აფხაზეთში, ქალაქ ტყვარჩელში დავიბადე. დედა თავის დროზე ოზურგეთში გათხოვდა, მამა იქიდან არის, მაგრამ აფხაზეთში ვცხოვრობდით. ორი წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო. ქალაქი დავტოვეთ და საცხოვრებლად ოზურგეთში გადმოვედით. თან წამოვიყვანეთ დედას მშობლები. ისინიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ. ორი წელი ვსწავლობდი ოზურგეთის სკოლაში, თან მუსიკალურ სტუდიაში დავდიოდი, სადაც დედამ შეამჩნია, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა. შემდეგ მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად და მთელი ცხოვრება მუსიკას ვსწავლობდი... რუსეთში ბევრ კონკურსებზე გამოვდიოდი, ხშირად პირველ ადგილზე გავდიოდი. პირველი ჩემი სიმღერა იყო Саундтрек моей жизни, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი კომპლიმენტი მივიღე ქართველებისგან. შემდეგი სიმღერა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა იყო Докурю и брошу." - ყვება ის ქართველ ჟურნალისტთან ინტერვიუში.
თამარის მამა მომღერალია - ანსამბლ "რუსთავში" მღეროდა. ხოლო დედის ხაზით ნათესავები ასევე მღეროდნენ და უკრავდნენ ინსტრუმენტებზე. "რაც თავი მახსოვს, სულ მუსიკით ვარ დაკავებული. ბავშვობაში სილამაზის კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზეს და იქ შემოქმედებითი ნომერი უნდა შეგვერსულებინა. მაშინ გადაწყვიტეს ჩემმა მშობლებმა, რომ ცხოვრებას მუსიკას დავუკავშირებდი. მუსიკის გარდა მიყვარს სპორტი, მით უმეტეს, რომ სცენა მავალდებულებს, სულ ფორმაში ვიყო". იხილეთ სრულად